ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მიხეილ სააკაშვილი - იყო ჯგუფი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები არიან

    მიხეილ სააკაშვილი - იყო ჯგუფი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები არიან
    იყო ჯგუფი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები არიან. სამწუხაროდ ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში პარტიიდან გასულ ყოფილ წევრებზე საუბრისას განაცხადა. 

    მისი თქმით, საარჩევნო სია მას არ დაუკომპლექტებია და მისი ფორმირება ასევე მოხდა ყრილობის ჩატარების გარეშე. 

    ”სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს წინასაარჩევნოდ ყრილობის ჩატარებაზე. ამაზე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კამათი. კამათი იმაზე კი არ იყო, დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან, კამათი იყო იმაზე, საერთოდ უნდა ჩატარებულიყო თუ არა ყრილობა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება, რადგან თუ ყრილობა ჩატარდებოდა, ალბათ სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე, სხვა კანდიდატები დადგებოდნენ. აქ იყო ჯგუფი, რომლთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები, ახლობლები არიან. სამწუხაროდ, ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა. თუმცა, არჩევნების წინ ამისთვის ხელის შეშლის ბერკეტები მე არ მქონდა. ეს იყო თავისთავად ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა სია, მაგრამ ვიღებდით იმ მოცემულობას, რომელიც მაშინ იყო. ეს ჯგუფი დარჩა, მათ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, უარყოფითი მომენტების განეიტრალება მოხდებოდა, მაგრამ ბოლოს, სამწუხაროდ, ეს უარყოფითი მომენტები ბევრად წინ წამოვიდა. ეს არის, რამაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
    წყარო

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი