რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა - სოფო ბერიძეა. გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს:
"გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში - ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?"
შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.