საქართველო ენერგეტიკულ სკანდალში ეხვევა, რაც საბოლოოდ შესაძლოა, გაზის და ენერგოტარიფების გაზრდით დასრულდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოსალოდნელ ზარალზე, რასაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. ცნობილია, რომ ერთი მხრივ „ინტერ-რაო“, ხოლო მეორე მხრივ „ყაზტრანსგაზი“ საკუთარი ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში შეეცდებიან. ხელისუფლება ცდილობს ამ თემების სიმწვავეს თავი აარიდოს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა სერიოზულად სახიფათოა.
თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტიკოსი: „ყაზტრანსგაზმა“, რომელსაც კვლავ არ უშვებენ კომპანიის მმართველობაში, უკვე განაცხადა, რომ ლონდონის საარტბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეაქვს 180-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებაზე. ლონდონის არბიტრაჟი რასაც წარმოადგენს, კარგად მოგეხსენებათ - არავითარ გავლენებზე არ შეიძლება იყოს საუბარი. რატომ გააგრძელა სახელმწიფომ ძველი ხელისუფლერბის გზა და რატომ არ დაუბრუნა კომპანია მესაკუთრეს - ეს არის გაუგებარი. ყაზახეთმა სარჩელი უკან რომ გაიტანოს კიდეც, მოხდება ტარიფის გაზრდა (რომლის არავითარი საუძველი არ არსებობს) და შემდეგ გაზგამანაწილებელი კომპანიის გადაცემა მათთვის - ამით მისცემენ კომპენსაციას ზარალის სანაცვლოდ - ამ ყველაფრის „გაპრავებას“ უკვე იწყებენ მაღალი დონის ჩინოვნიკები - ატყდება ერთი ამბავი, რომ ინვესტიციებია ჩადებული და ტარიფი უნდა გაიზარდოს, ამ დროს „ყაზტრანსგაზს“ ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებია და ვერც განახორციელებდა (ვინაიდან მართვას ვერ ანხორციელებდა). 2013 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით როცა ყაზახეთის ვიცე-პრემიერი იყო ჩამოსული, მან მოითხოვა, რომ კომპანიის მმართველობაში დაებრუნებინათ რეალური მფლობელები. თუმცა მიუხედავად დაპირებისა დღემდე არაფერი შეცვლილა. ასე რომ, მათ აქვთ ყველა უფლება, კომპენსაციის მოთხოვნის. წინა ხელისუფლებამ ყაზახებს მმართველობა იმ მოტივით ჩამოართვა, რომ თითქოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის 70-მილიონლარიანი დავალიანება მართებდა მათი. ანუ ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობდა დავა და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თვითონ ემართა გაზის გამანაწილებელი კომპანია. ეს დავა მოლაპარაკებითაც რომ დასრულდეს, გარკვეულ მატერიალურ ზიანს ქვეყანა მაინც მიიღებს, რომელიც ისევ ქვეყნის ბიუჯეტს და მოსახლეობას დააწვება (ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, რაც მოსალოდნელია)
გასაგებია, სააკაშვილის ხელისუფლება რა თამაშის წესებითაც მოქმედებდა. ამ ხელისუფლებას რა უშლიდა ხელს რომყაზახებთან ურთიერთობა მოეგვარებინათ?
- ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ კერძო ჯგუფის ინტერესია, რომელიც ენერგეტიკაში ყველაფერს განკარგავდა და დღესაც აკონტროლებს სიტუაციას. ყველამ კარგად იცის, რომ ენერგეტიკის სამინისტროში და მთლიანად, ამ სფეროში (ნაცმოძრაობის ძირითადი ბირთვია მოკალათებული), ფაქტობრივად, არავინ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით პირველ პირს. როგორც ჩანს, ისევ იმ კერძო ჯგუფის ინტერესი იყო, რომ ყაზახები მართვაში არ შესულიყვნენ! - წინა ხელისუფლების დროს ქონება წაართვეს და ახლა უნდა მოხდეს ამ ქონების დაბრუნება (სამართლიანობის აღდგენა) - ეს არის და ეს.
წინა ხელისუფლების დროსაც რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, საკმაოდ დიდი სკანდალი აგორდებოდა, დღეს კი რატომღაც ყველადუმს და სახელმწიფოს პოზიციაც კი არ არის ცნობილი...
- ისეთი აზრი მრჩება, რომ ენერგეტიკის თემა ტაბუდადებულია მედიაში! ამ თემებს არ ეხებიან არც სამართალდამცავი ორგანოები, მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა და საჯარო განცხადებებისა. სამწუხაროდ, არც პოლიტიკოსები აქტიურობენ, თითქოს სოციალური საკითხები პრიორიტეტული არ არის! ისეა გასაიდუმლოებული ყველაფერი, რაც ხდება ენერგეტიკაში, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გასაიდუმლოებულ სამხედრო ორგანიზაციებში იყო. ერთი დოკუმენტიც კი არ საჯაროვდება. სუსი არ არის ისეთი საიდუმლოებით მოცული და თავდაცვის სამინისტრო, როგორც ენერგეტიკა. არადა, საჯარო უნდა იყოს ეს ყველაფერი. მაგალითად, არ ვიცით, ვისგან ვყიდულობთ გაზს, რამდენად, რა პირობებით. შეიძლება ითქვას, ყველა ეს საიდუმლო მემორანდუმი ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც რაღაც მომენტში აუცილებლად ამოქმედდება. როგორც ახლა ამოქმედდა მაგალითად, 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმი რუსულ ენერგოკომპანიასთან. სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე ჩივის ახლა „ინტერ-რაო“ და სახელმწიფოს გარკვეული ზიანის ანაზღაურებას სთხოვს.
რაც შეეხება „ინტერ-რაოს“ თემას, აქ პოლიტიკური მომენტი ხომ არ შეიძლება იკითხებოდეს?
- ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მიზანია, იყოს ენერგოდამოუკიდებელი, არ ვყიდულობთ რუსულ გაზს იმიტომ, რომ არ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერი ხელშეკრულება და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა რუსულ კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, არის გასაიდუმლოებული. რა წერია მასში, არავინ არ იცის და რა შედეგამდე მიგვიყვანს, ესეც უცნობია. თუ ამ დავის საფუძველი პოლიტიკურია, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფოს სახელით ვიღაცა (არ ვიცით ვინ) აწერს ხელს და რატომღაც, საგულდაგულოდ უმალავს ხალხს.
რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ამ მემორანდუმში? - ერთადერთი, რაც ვიცით არის ის, რომ რუსული კომპანია იმ ზარალისანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ლარის გაუფასურების შედეგად მიიღო...
- რაც არ უნდა იყოს მასში ჩაწერილი, სახელმწიფოს წარმომადგენელს უფლებამოსილება არ გააჩნია ტარიფზე ისაუბროს, ეს სემეკის პრეროგატივააა. შეიძლება ვივარაუდოთ როგორც ადრე ნოღაიდელი აკეთებდა, - თვითონ ადგენდა ტარიფებს, ახლაც ასე ხდება, მაგრამ რაც მთავარია, ის არ ვიცით, საერთოდ, რატომ გახდა საჭირო ამ მემორანდუმის გაფორმება?! იმ პერიოდისთვის, არავითარი საჭიროება არ იყო, ახალი მემორანდუმის ხელმოსაწერად!
როდესაც „თელასი“ გაიყიდა, ერთ-ერთი პირობა გახლათ, რომ როდესაც ამერიკული კომპანია დაასრულებდა ინვესტირებას დამოგებაზე გავიდოდა, ტარიფი უნდა შემცირებულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა. შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ იმ მომენტისთვისგაფორმდა ახალი მემორანდუმი, რითაც კომპანიას ახალი ვალდებულებები დაეკისრა და ტარიფი ამის გამო არ შემცირდა... შესაძლოა, ახლაც რაღაც მსგავსი ხდებოდა?
- დიახ, 2007 წელს გაფორმდა მემორანდუმი, (რომელსაც ნოღაიდელი აწერს ხელს) უკვე ამერიკელების სამართალმემკვიდრე რუსულ კომპანიასთან, რითაც მას ტარიფი შეუნარჩუნდა იმ პერსპექტივით, რომ ინვესტიციებს განახორციელებდა, ააშენებდნენ 100-მგვტ-იან ჰესს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი ჯდებოდა მხოლოდ ერთი, ვიწრო ჯგუფის კერძო ინტერესებში და სახელმწიფო ინტერესებთან საერთო არაფერი ჰქონდა. რაც შეეხება ლარის კურსს - მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანია შემოვიდა, ლარის კურსი დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც დღეს არის - 2.35 ნიშნულზე მერყეობდა. მას შემდეგ დაიწყო ლარის კურსის ცვალებადობა და იყო პერიოდი, როდესაც 1.45-ნიშნულამდეც კი იყო გამყარებული დოლართან მიმართებაში - არასოდეს დაუსვია „თელასს“ საკითხი, რომ ტარიფი შემცირებულიყო. ახლა რატომ დადგა ასეთი აუცილებლობა, გაუგებარია. როგორც ჩანს, რაღაც არის ჩადებული მემორანდუმში ისეთი, რაც საფუძველს აძლევს რუსულ კომპანიას, იდავოს. ისე კარგი იქნება თუ ზარალი ხელის მომწერებს დაეკისრებათ!
თქვენ თქვით, რომ რა ჯგუფიც ადრე მართავდა ენეგეტიკას, დღესაც იგივე ხალხი განკარგავს. შეიძლება, რომ დღესენერგეტიკული თამაშები დღევანდელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდეს?
- იკვეთება, რომ ეს ასეა. თუნდაც ის მომენტი გავიხსენოთ როდესაც საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს. ისიც კი არ ვიცით ამ შეთანხმებას ვინ მოაწერა ხელი, რა პირობებია ჩადებული, რა ფასად მოხდება გაზის შესყიდვა.ბევრი რამ არის საიდუმლოებით მოცული, მაგალითად უცნობია, საერთოდ, რა ფასად ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანიდან - თუ არ ვცდები სამი საშუამავლო კომპანიაა საქართველოსა და „სოკარს“ შორის ჩართული... არადა, მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რა ხარისხის პროდუქციას ყიდულობს და რა ფასად. რაღაც მომსახურების შესრულებაზე ხომ აცხადებს სახელმწიფო ტენდერს? - ასე უნდა იყოს აქაც. და საერთოდ, ვფიქრობ, პანდორას ყუთები უნდა გაიხსნას, რომ შემდეგში მოსალოდნელი დიდი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული! საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ყველა იმ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების თუ მემორანდუმის გასაჯაროება რომელიც დაიდო ენერგეტიკის სფეროში, - ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი აუცილებლად მიგვიყვანს ტარიფის უაზრო ზრდამდე. გასაგებია, რომ ეს უზარმაზარი, მონოპოლისტი კომპანიები დაინტერესებული არიან იმით, რომ რაც შეიძლება მაღალი ტარიფი ჰქონდეთ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამას ემატება იმ სახელმწიფო კომპანიების ხარჯები, რომელიც ენერგოსექტორშია - მაგალითად, ავიღოთ, „როსგრუზენერგო“, ან „გადაცემა-დისპეტჩერიზაცია“, იგივე „საქართველოს ელექტროსისტემა“, იცით რა ხელფასები აქვთ? უფროსს, დაახლოებით 35 000 ლარი!!! მოადგილეებს ოდნავ ნაკლები. ეს ყველაფერი ხომ აწვება ტარიფს?! „როსგრუზენერგოს“ დირექტორს 14 მრჩეველი ჰყავს, საკმაოდ მაღალი ხელფასებით. საინტერესო ის არის, რომ ამ სახელმწიფო სტრუქტურებს არც ხელფასებს უმოწმებს ვინმე და არც ხარჯებს, ან ბიუჯეტს ვინ უმტკიცებს? გაიზრდება ტარიფი აბა, რა იქნება. ამიტომაც ამბობენ, რომ ენერგეტიკაში მმართველობა არ შეცვლილა.
ამაზე რატომ არავინ არ ლაპარაკობს?
- ავიღოთ, სემეკი, რომელიც 5 წევრისგან უნდა შედგებოდეს - სამი წელია, ორი ვაკანსია არის თავისუფალი და არავის არ ირჩევენ იმიტომ, რომ ინფორმაციის გაჟონვა არ მოხდეს. მემორანდუმებს ხომ მაინც მინისტრები და პრემიერები აწერენ ხელს! კატასტროფული მდგომარეობაა და კიდევ უარესი შეიძლება მოხდეს, რადგან არ ვიცით, რა წერია იმ მემორანდუმებში, რომელიც პოტენციურად სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დოკუმენტებია - ეს ყველაფერი შესანიშნავად იციან სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ რატომღაც არ რეაგირებენ.
თუ დასავლურ კურსზე ვსაუბრობთ, ენერგოუსაფრთხოება იქნება ეს თუ სხვა ენერგეტიკული პარამეტრები, ევროპულსტანდარტებს უნდა ვუახლოვდებოდეთ, თუ ასეთი საეჭვო სიტუაციაა, პრობლემები არ შეგვექმნება?
- უკვე შევედით ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში, სადაც ძალიან ბევრი ვალდებულებებია და ერთ-ერთი მათგანია გამჭვირვალობა. თუმცა არანაირი ძვრა, რომ ცოტა მაინც გაიხსნას ენერგეტიკის სფერო, არ არის. არ მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ გარკვეულ თემებზე საჯარო მსჯელობა. არადა ენერგეტიკა საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია. გარდა ტარიფების ზრდისა, არაფერი არ ხდება. „თელასის“ 25% საქართველოს ეკუთვნის, ოდესმე გაგიგიათ სამეთვალყურეო საბჭოში ჩვენი წარმომადგენლის ხმა? ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ პროცესებზე... არადა 25% ცოტა არ არის - ბიძინა ივანიშვილი გაზპრომის 1%-ზე ლამის შეიკლეს...
გაქვთ ეჭვი, რატომ არის ეს ყველაფერი საიდუმლოებით მოცული?
- ყველა დოკუმენტი გასაიდუმლოებულია ქართული მხარის მოთხოვნით - ისეთ რამეებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომ არ სურთ, საზოგადოებამ გაიგოს. ამ დროს ამ კომპანიებს, ვგულისხმობ „თელასს“, „ენერგოპროს“, - ასეულობით მილიონები აქვთ წაღებული, - ეს დათვლადია, და ალბათ, ოდესმე დაითვლება-კიდეც, მაგრამ ამით ხომ დღეს ქვეყანა, მოსახლეობა ზარალობს?! რატომღაც ყველაფერს იოლად ვივიწყებთ, არავის ახსოვს, ვინ რას მოაწერა ხელი, როგორც ნოღაიდელი დავივიწყეთ ან შარაშენიძე რომ იყო, რომელმაც თბილისის წყლის გაყიდვას მოაწერა ხელი... არც იმას კითხულობს ვინმე, ეს კომპანიები ასრულებენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს - „თელასს“ მომხმარებელთან დღემდე არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, არც 100 მეგავატიანი ჰესი აუშენებია და ბევრი სხვა. ეს თემაც ყველამ მიივიწყა. ისე, სახელმწიფოს იქით უნდა ჰქონდეს პრეტენზიები „თელასთანაც“, „ენერგოპროსთანაც“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. აუცილებელია საზოგადოებამ საკუთარი უფლებები თავად დავიცვათ, ვიდრე ისეთ კატასტროფულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსავალი აღარ იარსებებს.

წყარო:FOR.GE