საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ე.წ. ღამის მგლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სოციალურ ქსელში ე.წ. ღამის მგლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ 3 მაისს ბაიკერების - ე.წ. ღამის მგლების 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს აღნიშნულ პოზიციას- ვფიქრობ, მკაფიო და ნათელი გზავნილია...
P.S. სულ ცოტა ხნის წინ შსს-მ ლარსის გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთის უფლება ბაიკერთა ამ ჯგუფის კიდევ სამ წევრს არ მისცა..." - წერს თეა პერტაია.