„ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია!" - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დაკავებულია 3 პირი (სსკ-ს109-ე და 236-ე მუხლები)", - წერს პერტაია.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის გიორგი შარაშენიძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. შარაშენიძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.