მინისტრი რეფორმატორი თუ მორიგი ოლიგარქიული შირმა?
ეტყობა ჩვენი მინისტრი, ვლადიმერ ომელიანი, იმდენად არის განმსჭვალული საკუთარი სახალხო პარტიის სიყვარულით და იმდენად ენდობა სასამართლო სისტემას, რომ ძალიან ლიბერალურად უყურებს ოლიგარქების (კერძოდ კი მარტინენკოს) პატიმრობაში ყოფნას.
მისი აზრით, მაიდნის შემდგომი უკრაინა უნდა "მოეფეროს" ისეთებს, როგორიც მარტინენკოა, არ უნდა დააპატიმროს ისინი, არაკომფორტულ ციხეებში არ უნდა ჩასვან და ასე შემდეგ, რატომ უნდა იჯდნენ ისინი ციხეებში, როცა მათ შეუძლიათ ძალიან კარგად გაატარონ დრო და საკითხები გადაწყვიტონ მონაკოსა თუ კონჩა-ზასპეს სასახლეებიდან? და რა თქმა უნდა ამ დროს მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რეგულარულად გაუგზავნონ კონვერტებით ხელფასები ომელიანისემებრებს...
ომელიანის ლოგიკა ასეთია, ის ერთხელ შეხვდა დერეფანში ოლიგარქს და ეს საკმარისი იყო გაქანებულიყო სასამართლოში და თავდებად დადგომოდა მას. საინტერესოა, რომ მას ეს სამართლიანობის განცდა გაუჩნდა მხოლოდ ერთხელ და ისიც ენერგო მაფიოზი ოლიგარქის შემთხვევაში.
პირადად მე მიმიფურთხებია ასეთი ადამიანების მორალისთვის, მიმაჩნია, რომ გახრწნილ გარემოში მუშაობა და ხალხის თვალში სახის შენარჩუნების მიზნით, მუდმივად იმის მტკიცება, რომ "როგორი თეთრები და ფაფუკბეწვიანები" არიან, შეუძლებელია.
მინისტრობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაა და როცა მინისტრი ვინმეს მფარველობას გადაწყვეტს, ის მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული ამ ადამიანის წესიერებაში და რომ ის არ არის კორუფციაში გასვრილი.
დავით საყვარელიძე