ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ივანიშვილს ''ცენტრ პოინტით'' დაზარალებულები რომ არ აინტერესებს, ამაში დარწმუნებული ვარ

    ისტორია მეორდება, ახალი არაფერია. გემახსოვრებათ, შევარდნაძის ''ეპოქაში:''
    1. უკიდურესად გაბერილი სახელმწიფო გეგმების შესასრულებლად, მეღვინეებს ჯერ ღვინის ფალსიფიკაციისკენ უბიძგეს, შემდეგ კი დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს. 
    2. წარმატებული ბიზნესმენი (სავოკის დროს, ''საქმოსანი'') ოთარ ლაზიშვილი და მისი "თანამზრახველები" სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის გაასამართლეს. მას, როგორც "ბანდის მეთაურს", 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც ბოლო 5 წელიწადი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
    3. აკადემიკოსი პეტრე გელბახიანი - მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მისი შვილიშვილი , უმცროსი პეტრე გელბახიანი, კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერისათვის რამდენიმე წლით დააპატიმრეს, მოგვიანებით, გარდაიცვალა. ასევე გარდაიცვალა მისი მამა, გედი გელბახიანი.
    4. ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე და შემდეგ დახვრიტეს.
    5. ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც ჩარგალში "ვაჟაობაზე" სიტყვით გამოვიდა და შევარდნაძის პირისპირ ამხილა მაღალჩინოსანთა ბოროტმოქმედება. შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს, სადაც ერთ წელიწადში გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. 
    ბიძინას ''ეპოქაში,'' რაც გახმაურდა და საზოგადოებისთვის ცნობილია (რომელი ერთი ჩამოვთვალო, რამდენი ოჯახი და ცალკეული ადამიანი გაუბედურდა. ყველამ კარგად ვიცით), პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა ვახტანგ რჩეულიშვილი, დები - მაია და რუსუდან კერვალიშვილები, თორემ ივანიშვილს ''ცენტრ პოინტით'' დაზარალებულების ბედი რომ არ აინტერესებს, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.

    თინა დოლიძე

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი