„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ნინო ოძელაშვილის გამარჯვებას ეხმაურება და წერს:
„ეს რა მაგარი გოგო გვყავს! შენ გენაცვალე! ააგუგუნა ჩვენი ჰიმნი", - წერს ცაგურია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სამბისტი ნინო ოძელაშვილი 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნინო ოძელაშვილმა ფინალში დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი, ევროპის ორგზის ჩემპიონი მარგარიტა გურწიევას და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.