მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გუშინდელი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან ბევრჯერ დავწერე და წავშალე... არ ვიცი რა დავწერო... წარმოვიდგინე, ვითომ ეს ჩემს თავს არ ხდებოდა, თორემ გული გამისკდებოდა. ჩემი მხრიდან არ არსებობს მადლობის ფორმა, რომელიც ზუსტად აღწერს რასაც ვგრძნობ... ნამდვილად შოკში ვარ და რომელი ვიდეო გავაზიარო არ ვიცი. საერთოდ არ მეძინა თითქმის.
ერთი რაღაც მხვდებოდა თვალში, ვინც იქ იყო დამეთანხმება რომ არ ვიტყუები... ამდენი ლამაზი ადამიანი ერთად სად შეიკრიბეთ?!
ვეცდები სათითაოდ გიპასუხოთ, მაგრამ ვერ ვხვდები საიდან დავიწყო. არ შევიფერებ. ვითომ ჩემს თავს არ ხდებოდა. გული არ მინდა გამისკდეს.
სათითაოდ ყველას საოცარი, სასწაულად დიდი მადლობა!" - წერს სტეფანე მღებრიშვილი.