ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "საკანის სარკმელთან ავბობღდი და გარინდულ კოლონიას შევძახე - ქრისტე აღსდგა!" - მერაბ კოსტავა

    თუ ერთხელ მაინც წაგიკითხავთ,შეუძლებელია აღდგომის დღესასწაულზე არ გაგახსენდეთ ეს მოგონება.საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი დისიდენტები გადასახლებაში სამარტოო საკანში იხდიდნენ სასჯელს.
    მერაბ კოსტავას მოგონებიდან: "აღდგომის ღამეს ობმოკიდებული საკანის სარკმელთან ავბობღდი.გარინდულ კოლონიას შევძახე - ქრისტე აღსდგა!
    .კომუნისტების მოლოცვის იმედი რაკი არ მქონდა, კიდევ უფრო გაბედულად დავიყვირე -"ძმებო, ქრისტე აღსდგა"
    იმის იმედად, იქნებ ვინმემ მიპასუხოს თქო და მხოლოდ ერთმა გაბედა, ისიც ქართველმა "ჭეშმარიტადო"....
    ბადრაგები შემოცვივდნენ, მთელი ძალით სხეულზე მექაჩებოდნენ, მე  კი გისოსებსჩაბღაუჭებული ისევ ველოდი პასუხს. მერე ძირს დამანარცხეს, მაგრამ აღარაფრის ტკივილს აღარ ვგრძნობდი..." 
    მეც მთელი გულით პატიმრებს მინდა მივულიცო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, განსაკუთრებით, სამარტოო საკანში მყოფთ, რომელთაც ამ დიდი დღესასწაულის გამზიარებლი არ ჰყავთ-ქრისტე აღდგა!

    ეკა ხერხეულიძე

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი