ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დედა ფოტოს აქვეყნებს, სადაც თავისი სიმსივნით დაავადებული მომაკვდავი შვილის ტკივილია ასახული

    ყოველწლიურად 300 ათასზე მეტ ბავშვს უსვამენ მომაკვდინებელი სენის დიაგნოზს, ანუ ყოველ 3 წუთში ერთ ოჯახს ატყობინებენ, რომ მათი შვილი კიბოთია დაავადებული.

    დრეიკიც ერთერთი მათგანია. მას სექტემბერში დაუდგინეს ლეიკემია და მას შემდეგ დრეიკიც და მისი ოჯახიც შეუპოვრად ებრძვის მომაკვდინებელ სენს. ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს რა რთულია ასეთი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. არამხოლოდ ავადმყოფი, მისი ოჯახიც სასწაულ მორალურ და ფსიქიკურ ტკივილებს განიცდის. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც თავისი შვილის ტანჯვას უყურებს და უძლურია, ვერ ეხმარება ვერაფრით.
    დრეიკის დედამ გადაწყვიტა თავისი 10 წლის შვილის ფოტო სოც.ქსელში გაეზიარებინა. ფოტომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა და დრეიკს ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა. დრეიკის დედის მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა ასეთი მძიმე სენით დაავადებული ადამიანის 1 წამი, მომენტი, როცა კვდები და იმედი არსაიდან ჩანს.
    ცხოვრება დაუნდობელია. ჩემი შვილი კვდება, კიბო ანადგურებს მას და მე ვერაფრით ვშველი. ეს ფოტო აბაზანაშია გადაღებული ამ დილით. შეხედეთ, კარგად დააკვირდით და შეიგრძნობთ მის ტკივილს. ამბობს დრეიკის დედა.

    ეს ფოტო კი დილით გადავუღე. დივანზე ჩაეძინა, რადგან მთელი ღამე არ ეძინა, ეშინოდა, ფიქრობდა რაღაც ცუდი დაემართებოდა.
    დრეიკს და დედამისს გამძლეობა ვუსურვოთ, რათა შეებრძოლონ ამ საშინელ დაავადებას.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი