ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება, რომელიც მიცვალებულზე მოგონებებს აცოცხლებს

    რას არ აღმოაჩენ სასაფლაოზე ხეტიალისას... ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ზოგიც უბრალო მოკვდავი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იყო ადამიანი. საფლავები განსხვავებულია, ზოგიერთი საერთოდ მივიწყებული...
    ადამიანის არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ის აღარავის ასხოვს. არადა, ამ ქვეყნიდან წასულებმა დატოვეს მოგონებები, რომელთა გადაცემაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია...

    თუმცა, ამიერიდან სასაფლაოზე ხეტიალისას შესაძლოა აღმოაჩინოთ მაღალტექნოლოგიური საფლავი, რომელიც მასზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით, იქ დაკრძალულ ადამიანზე კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდით. საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა უნიკალური კონცეფციის მქონე კომპანია "ქრონოსი", რომლის მიზანი სწორედ გარდაცვლილთა ხსოვნის სათანადოდ შენახვაა.

    "ქრონოსი" გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, სურათები და ვიდეოები, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია და საფლავის მისამართი.

    "QR ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება "ქრონოსი" - პატარა ზომის ქვა, რომელზეც დატანილი იქნება კოდი. ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ უფრო მეტი მის შესახებ. ასევე, მომზადებულია ვებგვერდი, რომელზეც, განთავსებული იქნება ბაზა და ვიზიტორს ძიების ველში მიცვალებულის სახელისა და გვარის ჩაწერით შეეძლება აღნიშნული ინფორმაციის მიღება და წაკითხვა," - განმარტავს "ქრონოსის" დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი.

    უნიკალური პროდუქტი გიორგი მაჭავარიანმა ორ თანადამფუძნებელთან ერთად შექმნა. პარტნიორები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდი ხანია საქმიანობენ და ერთ დღესაც გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ადამიანზე მოგონებებს შეინახავდა და თაობებს გადასცემდა. ეს კი საინფორმაციო ტექნოლოგიების ანუ იმ სფეროს დახმარებით გააკეთეს, რომელსაც კარგად იცნობდნენ

    "არ არის აუცილებელი ადამიანი გმირი იყოს, რომ მისი ისტორია თაობებმა შეინარჩუნონ. მაგალითად, ჩემი გარდაცვლილი ბაბუის შესახებ მოგონებები ბებიას დამსახურებით ისევ ცოცხლობს. თუმცა, ბებიას გარდაცვალების შემდეგ ის დაიკარგება, რაც გულდასაწყვეტია. ამიტომაც შევქმენით ქვა ქრონოსი," - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი მაია ხოფერია.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი