ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "შენ ბრუკლინელი ბ*ზი ხარ" - პრესკონფერენციაზე ქართველ მებრძოლს შეურაცხყოფა მიაყენეს



    "შენ ბრუკლინელი ბ*ზი ხარ" - პრესკონფერენციაზე ქართველ მებრძოლს შეურაცხყოფა მიაყენეს. ავთანდილ ხურციძე, რომელიც ბრუკლინის სახელით გამოდის, ბილი ჯო სანდერსს 8 ივლისს დაუპირისპირდება. ქართველმა მოკრივემ, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, შარშანდელი მონაცემებით, პროფესიულ კარიერაში ორადორი მარცხი იგემა და 32-ე გამარჯვება (20 ნოკაუტი) იზეიმა. იგი WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელი გახდა. “მე ყველას ვანახე, რა შემიძლია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და მინდა, მომავალშიც რაც შეიძლება, მნიშვნელოვანი ბრძოლების ჩატარების საშუალება მომცენ”, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გახარებულმა ქართველმა მოკრივემ, რომელიც მიმოხილვებში ამერიკულმა მედიამ “მინი-მაიკ ტაისონად” მოიხსენია. მოკრივე წარმატებით ასპარეზობს და 24 ორთაბრძოლიდან 24-ივეში გაიმარჯვა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი