ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როგორ მოვიშოროთ სტრიები

    კანის დაჭიმვა (სტრიები)


    როგორ მოვიცილოთ სტრიებიკანის დაჭიმვა და სტრიები, ორსულებს ძირითადად უვითარდებათ ფეხმძიმობის ბოლო ვადებში, თუმცა ზოგჯერ მან შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის საწყის სტადიაშიც.
    სტრიები წარმოადგენს ატროფიულ ნახეთქებს, რომელიც თავს იჩენს კანზე სხვადასხვა ფერის (ძირითადად თეთრი, წითელი ან იასამნისფერი) ზოლების სახით.
    სტრიები თავისი არსით იგივე შრამებია, მხოლოდ უფრო მსუბუქი სტრუქტურით.
    სტრიების გაჩენის ძირითადი მიზეზია კანის ბოჭკოების დაჭიმულობა (გაწელვა) ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხანგრძლივი დაჭიმულობის დროს, ხდება კანის ბოჭკოების (ელასტინი და კოლოგენი) დახეთქვა და ჯანმრთელი კანის გარდაქმნა ნაწიბურებიან ქსოვილად.
    ძირითადად ზიანდება კანის მონაკვეთები თეძოების, დუნდულების, მუცლის და მკერდის არეში. სტრიები შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავლობითი.

    სტრიების წარმოქმნის ძირითადი მიზეზები:

    სტრიების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებიფეხმძიმობა და ძუძუთი კვება -. მართალია ეს პერიოდი ბედნიერი ხანაა ყველა ქალისთვის, თუმცა სამწუხაროდ სტრიების გარეშე შესაძლოა პროცესი არ დასრულდეს ამ დროს ქალი განიცდის ჰორმონალურ სტრესს, მრგვალდება სხეულის ფორმები, ხდება წონაში მომატება, რაც არც თუ ისე იშვიათად სრულდება სტრიების წარმოქმნით მუცელზე და თეძოებზე, ხოლო ძუძუთი კვების დროს მკერდზე.
    წონაში მომატება - ხშირად წონაში მომატება სტრიების წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზია. ასევე ხელს უწყობს სტრიების გაჩენას წონის მკვეთრი ცვლილებები.
    მძიმე ფიზიკური დატვირთვა - ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, აგრეთვე სპორტის ის სახეობები, რომელიც იწვევს კუნთების მოცულობის სწრაფ გაზრდას, შესაძლოა გახდეს სტრიების გამომწვევი მიზეზი (მამაკაცებშიც კი).
    ჰორმონალური ცვლილებები - ადრეულ, გარდატეხის ასაკში ჰორმონალური ცვლილებები შესაძლოა გახდეს სტრიების წარმოქმნის მიზეზი (მაგალითად სარძევე ჯირკვლების სწრაფი ზრდის შემთხვევაში).
    მემკვიდრეობითობა - სტრიების წარმოქმნის ალბათობა უფრო მეტია იმ ქალებში რომელთა დედებს და ბებიებს ჰქონდათ ანალოგიური სახის პრობლემები, ვიდრე მათ, ვის სისხლით ნათესავებსაც სტრიები არ ჰქონიათ.
    მედიკამენტების მიღება - იმ წამლების ხანგრძლივი დროით გამოყენება, რომლებიც მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების ჯგუფს, შესაძლოა გახდეს სპეციფიკური სიმსუქნის მიზეზი, რასაც თან ახლავს ხოლმე სტრიების წარმოქმნა (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ა შ.).
    ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადება - ზოგიერთ ასეთი ტიპის დაავადებას თან ახლავს სიმსუქნე, და მასთან ერთად სტრიების წარმოქმნა. ამ დაავადებებს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერტრიხოზი (ჭარბთმიანობა).
    სტრიების წარმოქმნის სავარაუდი მიზეზი შესაძლოა დადგენილი იქნეს მისი განლაგების თავისებურებიდან გამომდინარე: - ვერტიკალურად განლაგებული ნაწიბურები ყველაზე ხშირად ჩნდება მშობიარობის და სწრაფად წონის მომატების შემდეგ, ჰორიზონტალურად განლაგებული კი უმეტესად ჰორმონალური ფონის დარღვევების გამო.

    საშიშია თუ არ სტრიები?

    საშიშია თუ არა სტრიებითავისთავად, სტრიები არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და ითვლება მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად.
    თუმცა, ზოგჯერ იგი შეიძლება წარმოადგენდეს სიგნალს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ეს პრობლემები ძირითადად უკავშირდება ენდოკრინული სისტემის დაავადებებს.
    ამიტომ, სტრიების წარმოქმნისას, თუ მას არა აქვს აშკარა კავშირი ფეხმძიმობასთან ან სხვა რაიმე მიზეზით კანის დაჭიმვასთან და ამასთანავე ადგილი აქვს წონაში სწრაფ, აუხსნელ მატებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.

    სტრიების ფერი

    სტრიების ფერისტრიების ფერი შეიძლება იყოს სხვადასხვა -. მუქი იისფერიდან თითქმის თეთრ ფერამდე იგი დამოკიდებულია მის ხანდაზმულობაზე.
    ახლად წარმოქმნილ სტრიებს მოწითალო - იისფერი სხვადასხვა შეფერილობა გააჩნია შემდეგ იღებს მოყვითალო - ნაცრისფერს და დროთა განმავლობაში ღიავდება.
    შემაერთებელი ქსოვილის თვისება (რომლისგანაც შედგება სტრიები), წარმოქმნას მელანინი (კანის ძირითადი პიგმენტი) - დაქვეითებულია, ამიტომ როგორც წესი, ის ირუჯება ბევრად სუსტად, ვიდრე მის გარშემო არსებული კანი, ამიტომ გარუჯვა სტრიებს მეტად შესამჩნევს ხდის.
    ზოგიერთ შემთხვევაში, კანის ფოტოტიპიდან და ნაწიბურებიან ქსოვილად გარდაქმნის ხარისხიდან გამომდინარე, კანის იმ უჯრედების თვისება, რომლისგანაც ხდება სტრიების ფორმირება, ულტრაიისფერი გამოსხივების პასუხად, ინარჩუნებს მელანინის გამომუშავების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, გარუჯვას შეუძლია სტრიები ნაკლებად შესამჩნევი გახადოს.
    თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, გარუჯვის სტრიებზე ზემოქმედების "სამკურნალო" თვისებებზე "საუბარი შეცდომაა. რუჯმა შესაძლოა მხოლოდ დროებით დაფაროს სტრიები და გახადოს ის ნაკლებად შესამჩნევი.

    როგორ მოვიცილოთ სტრიები

    როგორ მოვიცილოთ სტრიებისტრიების მკურნალობის ეფექტურობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნა დაწყებული მკურნალობა მისი გამოვლენის მომენტიდან.
    სტრიების სრული მოცილება შესაძლებელია მხოლოდ მისი განვითარების ადრეულ ეტაპებზე.
    სტრიები, რომელიც წარმოიქმნა 1 წელზე მეტი ხნის წინ, არის თეთრი ფერის და მასში სრულად ფორმირებულია ნაწიბურებიანი ქსოვილი, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას და მისი უკვალოდ გაქრობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა სრულიად რეალურია იგი გახდეს პრაქტიკულად შეუმჩნეველი.
    არსებობს სტრიების მკურნალობის მეთოდების საკმაოდ ფართო არჩევანი, კონკრეტულად რომელი მეთოდია საჭირო, ეს დამოკიდებულია სტრიების თავისებურებებზე და უნდა გადაწყდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციით და შეთანხმებით. მაშ ასე:
    LPG მასაჟი - მისი ზემოქმედება მიმართულია კანის უჯრედების მიერ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციაზე. ამას გარდა იგი ახდენს სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.
    РF ლიფტინგი - ახდენს კანის უჯრედების აღდგენის პროცესების აქტივირებას დაზიანებულ კანზე.
    მისი გამოყენება საშუალებას იძლევა საგრძნობლად შემცირდეს დაზიანების ფართობი.
    ულტრაბგერითი თერაპია - ულტრაბგერებით ახდენენ კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების მიკრომასაჟს, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იძლევა ლიფტინგის ეფექტს.
    ეს მეთოდი კარგია ახლადგაჩენილი და მცირე ზომის სტრიების სამკურნალოდ.
    მეზოთერაპია - სამკურნალო პრეპარატების შეყვანა უშუალოდ სტრიების ამობურცულ ქსოვილში, საშუალებას იძლევა დაზიანებული კანის სტრუქტურა ჯანმრთელი კანის სტრუქტურას დაუახლოვოს.
    პილინგი - არსებობს კანის სხვადასხვაგვარი პილინგი (ზედაპირული, საშუალო, ქიმიური, ლაზერული) ის, თუ რომელი პილინგი იქნება უფრო ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა სტრიების ადგილმდებარეობის, ასაკისა და ზომის მიხედვით.
    პილინგი ასწორებს კანის არათანაბარ ზედაპირს და აჩქარებს მასში უჯრედების დაყოფის პროცესს.
    მიკროდერმაბრაზია - იგივე დოზირებული პილინგი, რომელიც ნაკლებად ტრამვულია ვიდრე ქიმიური პილინგი.
    მეთოდის არსი კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეები მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის "გაპრიალებაა".
    ლაზერული თერაპია -. ეს მეთოდი ეფექტურია ყველაზე ძველი სტრიების სამკურნალოდაც კი . კარგ ეფექტს იძლევა კანის ფრაქციული გაახალგაზრდავების მეთოდიც . მისი საშუალებით ასევე ახდენენ კანის ნაწიბურებისა და ღარების კორექტირებას იგი ნაკლებ ტრამვულიცაა, ვიდრე კანის კლასიკური ლაზერული თერაპია.
    თუმცა ზოგჯერ ეს მეთოდი არ იძლევა შედეგს და საბოლოოდ მაინც საჭიროა სტრიების ლაზერით მოშორება და კანის ლაზერული გაპრიალება.
    ელექტრომიოსტიმულაცია - კანის და კუნთების სტიმულაცია სუსტი სიმძლავრის ელექტრონული იმპულსების საშუალებით.
    ეს მეთოდი მოქმედებს კუნთების მეტაბოლიზმზე, იწვევს კუნთების ტონუსის მომატებას, იწვევს რა კუნთების სუსტ და იძულებით შეკუმშვებს, ააქტიურებს რეგენერაციის პროცესებს, ახდენს ელექტროლიპოლიზს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს მეთოდი ცვლის აქტიურ ვარჯიშს.
    ოზონოთერაპია - პრობლემურ მონაკვეთებზე ხდება ოზონისა და ჟანგბადის ნარევის ინექცია კანქვეშ.
    პროცედურა ეფექტურია კანის ტონუსის გასაუმჯობესებლად, ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას და მის დაშლას, კანის მიერ ტენის შეკავების ბუნებრივი თავისებურების აღდგენას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.
    ოქროს არმირება - აუმჯობესებს კანის სტრუქტურას სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, სადაც არის სტრიები (მუცელი, თეძოები, მკერდი, დუნდუკლები). აფერხებს კანის დაბერების პროცესს.
    აბდომინოპლასტიკა - პალსტიკური ქირურგია, რომლის დროსაც ხდება გაწელილი კანის მთლიანად მოცილება, თუმცა თუ სტრიები ძალიან დიდი რაოდენობითაა, დიდი ზომისაა და ღარებიც ღრმაა, შესაძლოა ეს მეთოდიც უძლური აღმოჩნდეს მის მოსაცილებლად.

    კოსმეტიკური საშუალებები

    სტრიების მოცილების კოსმეტიკური საშუალებებიარსებობს კრემები, რომლებიც სპეციალურად იქმნება გაწელილი კანისა და სტრიების წინააღმდეგ. 
    ასეთი კრემების შემადგენლობაში შედის - მკვებავი ნივთიერებები, სილიკონი, ნატურალური ელასტინი და კოლაგენი, ასევე კომპონენტები, რომელიც არბილებს გაწელილი კანის ნაწიბურიან ქსოვილს და რეტინოიდები, რომლებიც ასწორებენ უსწორმასწორო კანს.
    უმრავლესობა ამ კრემებისა, შეიცავს აქტიურ დამატენიანებელს, როგორიცაა მაგალითად ხიტოზანი, ალოე ვერა, ჰიალურონის მჟავა.
    მათ შემადგენლობაშია აგრეთვე ცილოვანი ჰიდროლიზატები და ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები.
    ძალიან ხშირად, ასეთი კრემების ფორმულაში შედის მცენარეული ზეთები: ზეითუნი, ავოკადო, ასკილი, ქაცვი, კაკაო, სოია, ხორბლის ჩანასახი, ყურძნის წიპწა და სხვა.
    შეცდომაა ამ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, როგორც სტრიების სამკურნალო საშუალებებისა, რადგან როგორც სამკურნალო საშუალებები, ისინი სამწუხაროდ ნაკლებად ეფექტურია.
    თუმცა, ასეთ საშუალებებს შეუძლია რამდენადმე დააჩქაროს ნაწიბურიანი ქსოვილების "მომწიფება" სტრიებში, რაც გამოიწვევს სტრიების გაფერმკრთალებას, მაგრამ მისი ზომების შემცირება მათ არ შეუძლიათ.
    ამიტომ, მიზანშეწონილია კოსმეტიკური, სპეციალური საშუალებების გამოყენება არა სტრიების სამკურნალოდ, არამედ მისი პროფილაქტიკისთვის სახლის პირობებში, ასევე მასაჟის დროს, პრობლემურ ადგილებში მსუბუქი შეზელვით.

    ეფექტური რეცეპტები:

    სტრიების მოცილების ეფექტური რეცეპტებიასეთი რეცეპტები უამრავი არსებობს, თუმცა მათი მოქმედება ინდივიდუალურია და მხოლოდ მის იმედზე ყოფნა სტრიებს ვერ დაამარცხებს. 
    ხალხური საშუალებებიდან სხვადასხვა სახის რეცეპტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ძვირადღირებული მკურნალობა და არც ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებებია ხელმისაწვდომი.
    შესაძლოა ეს საშუალებები სცადოთ მაშინაც, თუ ვერავითარმა მკურნალობამ და კოსმეტიკამ შედეგი ვერ გამოიღო.
    გთავაზობთ სტრიების მკურნალობის რამოდენიმე აღიარებულ რეცეპტს:
    »» შეურიეთ ერთმანეთს ნახევარი ჭიქა ალოეს წვენი და ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 10 წვეთი ვიტამინი E და 5 წვეთი ვიტამინი, ჩაასხით მინის მუქ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
    ნაზავი წაისვით პრობლემურ ადგილებზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ისე რომ არ ჩამოიბანოთ.

    »» შესანიშნავ ეფექტს (თითქმის სტრიების გაქრობამდე), იძლევა კრემი, რომლის შემადგენლობაშიც შედის პრეპარატი "მუმიე".
    შესაძლოა ასეთი კრემი საკუთარი ძალებითაც დაამზადოთ: აიღეთ 100 გრ "მუმიე" (იგი იყიდება აბების სახით) და გახსენით გადადუღებულ წყალში, სანამ არ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. ამის შემდეგ იგი შეურიეთ ნებისმიერ კარგი ხარისხის ტანის ან ანტიცელულიტურ კრემში.
    მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე წაისვით მასაჟური მოძრაობებით დღეში 2 -. ჯერ შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.

    »» თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს თითო ჭიქა შაქარი და მარილი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ზეითუნის (კარგია ასევე კაკოს ან პალმის) ზეთი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე მასაჟური მოძრაობებით ნაზად, თუმცა ხანგრძლივად, კანის გაწითლებამდე.
    სასურველია თუ ამ პროცედურას ჩაატარებთ აბაზანაში და შემდეგ ამ ნაზავს ჩამოიბანთ თბილი წყლით.

    »» ერთ ჭიქა ზეითუნის ზეთში დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ვიტამინი Е, მიღებული მასით, ყოველ დღე, 10-15 წუთის განმავლობაში შეიძილეთ იგი პრობლემურ ადგილებში მასაჟური მოძრაობებით.

    »» აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა . დაამატეთ თხევადი თაფლი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე ყოველ საღამოს და დააფიქსირეთ თხელი პირსახოცით, ან ბინტით. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ პროცედურაზე ახალ - ახალი ნაზავი უნდა მოამზადოთ.

    »» დასრისეთ შავი ყურძენი ისე, რომ მისი წიპწებიდანაც წვენი გამოვიდეს, მიღებული ფაფოვანი მასა დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

    სტრიების პროფილაქტიკა

    სტრიების პროფილაქტიკაისევე როგორც ნებისმიერი დაავადების, სტრიების თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მისი შემდგომი მკურნალობა. ამიტომ, ფეხმძიმობის პერიოდში, წონის სწრაფად მომატების დროს და კუნთოვანი მასის ზრდის შემთხვევაში, აუცილებელია მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება კანის მოვლას, შენარჩუნებული იქნას მისი სინოტივე და ელასტიურობა.
    დიდი რაოდენობით სითხის მიღება - კანის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დღეში დაახლოებით 2 ლიტრი სითხის მიღება.
    ამასთან, რეკომენდებულია საკვებში მარილის დოზის შემცირება, რადგან მისი დანაკლისი იწვევს უჯრედებში სითხის შეყოვნებას და ხელს უშლის შეშუპებას, რაც ამცირებს კანის მექანიკური დაჭიმვის შესაძლებლობის რისკს.
    სწორი კვება - სწორ კვებას, ისევე როგორც მრავალი დაავადების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრიების პროფილაქტიკის მიზნითაც.
    საჭიროა სწორი, მრავალფეროვანი და რაციონალური კვება. რაციონი უნდა შეიცავდეს კანისათვის მნიშვნელოვან ელემენტებს: В ჯგუფის ვიტამინებს, აგრეთვე ვიტამინებს А, Е და С.
    ცილები, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები.
    აუცილებელია ბოსტნეული, ხილი და ნატურალური მცენარეული ზეთები - ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის.
    ფიზიკური აქტიურობა -. სტრიების წარმოქმნას ხელს შეუშლის აქტიური ცხოვრების წესი აუცილებელია სეირნობა სუფთა ჰაერზე, ფეხით სიარული. შესანიშნავი და ძალიან ეფექტურია ცურვა.
    ვიტამინებისა და მიკროელემენტების ადეკვატური რაოდენობა - საკვებ რაციონში მათი ადეკვატური რაოდენობა, ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პირობაა კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის. 
    რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა, ზოგჯერ არასაკმარისია, ამიტომ უმრავლეს შემთხვევებში მიზანშეწონილია დამატებითი ვიტამინების მიღება: А, Е, თევზის ქონი, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები.
    ვიტამინების და კვებითი ნივთიერებების გამოყენება შეიძლება გარეგანი დაბიშნულებითაც, სხვადასხვა სახის სპეციალური კანის მოვლის საშუალებების სახით, რომელთა შემადგენლობაშია ვიტამინები А, Е, ნატურალური ზეთები (ზეითუნის, კაკაოს, ნუშის და ა. შ), ჰიალურონის მჟავა (ჰიალურონატი).
    მასაჟი - კანის პრობლემურ მონაკვეთებზე ყოველდღიური მასაჟის გაკეთება კარგად მოქმედებს კანის საერთო მდგომარეობაზე, ახდენს რა მასში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას.
    თუმცა მასაჟი ყოველთვის და ყველასთვის არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს.
    წყლის პროცედურები - წყლის პროცედურების ჩატარება უმჯობესია კონტრასტული შხაპის სახით. ის ახდენს სისხლძარღვების ტონიზირებას და ანიჭებს მათ ელასტიურობას.
    კონტრასტული შხაპის შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების გამოყენება, ეს ეხმარება კანის უჯრედებს ტენის შენარჩუნებაში.

    პს

    სტრიების მოცილებასტრიების მოცილების ერთი, კონკრეტული საშუალება არ არსებობს. მის მიმართ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
    ზოგი სტრიებს მარტივად, ერთი რომელიმე მეთოდის გამოყენებით ამარცხებს, ზოგი კი თითქმის ყველა მეთოდს გამოცდის და შედეგის მიღწევა უჭირს.
    თუმცა ყველაზე მარტივი მაინც პრევენციაა. ზემოთ ჩამოთვლილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი წესების დაცვა საშულებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ზოგჯერ კი საერთოდ თავიდან აცილებული სტრიების გაჩენის რისკი
    მაგრამ თუ სტრიები მაინც გაჩნდა, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ახალია სტრიები და ადრე შეუდგებით მკურნალობას, მით უფრო მეტია შანსი მისგან თავის დაღწევისა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი