ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გოგა ხაინდრავა: ის, რაც ბათუმში ხდებოდა, იან კელის შეშფოთებას არ იწვევს?

    „ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ დამნაშავეებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ვანდალური აქტი, იმ ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ ვანდალურ აქტს და, ბუნებრივია, ორგანიზატორებმა. ის შემტევი ჯგუფები, რომლებიც ახორციელებდნენ თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელსაც პოლიციის სამმართველო ჰქვია, არ იყვნენ მოყვარულები", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

    ხაინდრავამ ბათუმში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა:

    „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს იმ მოვლენებს, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა და ეს კიდევ ერთ ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ჩემში, როგორც მოქალაქეში, გარკვეული ტელევიზიების მიმართ. რას ემსახურებოდა მათი ეთერები? რამდენად იყო გამართლებული, რომ ის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა ბათუმში, ყოფილიყო მხარდაჭერილი ჟურნალისტების მიერ, ნებსით თუ უნებლიეთ. აქციის დაწყებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ნათლად ჩანდა, საით მიდიოდა საქმე და რისკენ უბიძგებდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალების აქტივისტები იქ შეკრებილ ადამიანებს. ასე რომ, რაიმე ტიპის სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი შეუერთდა, ეს არის სრული სიცრუა.

    სხვა საქმეა, რაც წარმოადგენს ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი არის ვითომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ის 9 პარტია, რომელთა შემადგენლობაც სულ 8 კაცს ითვლის დაახლოებით, მაგრამ 9 პარტიად არიან გამოცხადებული. მეორე ნაწილი გახლავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ხშირად აპროტესტებენ იმ მოვლენებს საქართველოში, რომლის მონაწილენი და განმხორციელებლებიც თვითონ არიან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არაფორმალურად ცდილობენ ქვეყნის მართვას და ფინანსდებიან საქართველოს ფარგლებს გარედან და ძალიან ხშირად ბნელით მოცულია ამ ფინანსების წარმომავლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და ახორციელებენ საქართველოში. ეს არ არის ქართული ინტერესების დამცველი ორგანიზაციები. ეს არის დაწესებულებები, რომლებიც იცავენ იმ ჯგუფების და იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც არ არიან თანხვედრაში საქართველოს ინტერესებთან. განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ეს სტრასბურგის მაგალითზე, როდესაც, რეალურად ამ აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ შეაჩერა სახელმწიფოში მართლმსაჯულების და კანონიერების აღსრულება. ეს არის პოლიტიკური ანგაჟირებულობის და პოლიტიკური ლობიზმის მკაფიო მაგალითი. ძალიან ძნელია, ევროპის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი მოძებნო. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც საქართველოში ახორციელებს ამერიკის ელჩი იან კელი. იგი თავისი ქმედებით უპირისპირდება საკუთარი ქვეყნისა და ადმინისტრაციის საქმიანობას. იგი პოლიტიკური ლობიზმით არის დაკავებული და მისი ქმედებების მიმართ მიჩნდება კითხვის ნიშანი.  დაწყებული ქალთა უფლებებით და დამთავრებული პატრიარქის ჯანმრთელობით, ყველაფერი აინტერესებს ბატონ კელის და აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის მისი სიჩუმე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით. სად არის ბატონი კელი ამ დროს? დავიჯერო, მხოლოდ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული „თავისუფალი სიტყვაა" პრობლემა ბატონი ელჩისთვის? და ის, რაც ბათუმში ხდებოდა, მის შეშფოთებას არ იწვევს? მე კი პირიქით ვფიქრობ, ყველაზე საგანგაშო, რაც ბოლო წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მოხდა, არის ზუსტად ის მოვლენა, რომელსაც ბათუმში ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი