დიდი ბრიოტანეთის პარლამენტთან სროლა ისმის, ამის შესახებ BBC იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობასთან 15 დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დანით არის დაჭრილი. პარლამენტის თანამშრომლებს სამართალდამცველები შენობაში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თავდასხმა მოხდა და პოლიციელებმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ესროლეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადააგილება აკრძალულია. პოლიციელებმა ადგილზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.
წყარო