ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სააკაშვილმა ლოცვის მერე დატოვა საპატრიარქო და წავიდა – ნანა კაკაბაძე (ვიდეო)

    Картинки по запросу ნანა კაკაბაძე
    უფლებადამცველის, ნანა კაკაბაძის თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, რომ თითქოს პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
    როგორც ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში” კაკაბაძემ განაცხადა, ის ხშირად ესწრებოდა ხოლმე პატრიარქთან გამართულ სადილებს, სადაც ასევე იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის საღამოც კარგად ახსოვს, რომელსაც მეუფე პეტრე იხსენებს.
    “იმ საღამოს სააკაშვილი სადილზე საერთოდ არ ყოფილა. სააკაშვილმა ლოცვის მერე დატოვა საპატრიარქო და წავიდა. მოწამვლის სცენა სხვა რამეს უკავშირდება და არა იმას, რაზეც მეუფე პეტრე აპელირებდა. რატომღაც დღეს ხდება ისე, რომ რეალური დანაშაულის გარდა ითქვას ყველაფერი და მისკენ არ წავიდეს ისრები.
    “როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი