ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რამდენიმე რჩევა, რომელიც დიასახლისებს საქმიანობას გაუმარტივებს

    დიასახლისების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზედაპირიდან  რთულად მოსაშორებელი ლაქების ამოყვანაა.
    მაგალითად, როგორ ამოვიყვანოთ ნოხიდან ლაქა?
    ყავის, კაკაოს და ჩაის ლაქების ამოსაყვანად გლიცერინი დაგეხმარებათ ( 1 ს.კ. გლიცერინი გაურიეთ 1 ლიტრა წყალს, დაასველეთ მასში ბამბა და ნოხის ზედაპირი კარგად გაწმინდეთ).
    ლუდის, ღვინის და ლიქიორის ლაქების ამოყვანას  თბილ წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილით შეძლებთ. ამ ხსნარში დაასველეთ ტამპონი და გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი, ხოლო შემდეგ გაწმინდეთ  ძმრით გაზავებული თბილი წყლით (1 ჩაის კოვზი ძმარი, 0,5 ლ წყალში).
    თუ ფეხსაცმლის საწმენდი კრემი გამაგრდა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი რძე- ის დარბილდება. მას კარგად შეიწოვს ფეხსაცმლის ტყავი და მისცემს ბზინვარებას.
    ფეხსაცმლის ელვა მოგემსახურებათ დიდ ხანს, თუ მას მცენარეულ ზეთს ან ხელის კრემს წაუსვამთ.
    თუ ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან დისკომფორტს გიქმნით, გარეცხეთ მისი შიდა მხარე ძმარში გარეული თბილი წყლით.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი