„მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დავით საყვარელიძის კომენტარის შემდეგ გააკეთა.
ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა. ნიკა გვარამიას თქმით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერები ქალაქ ჟენევაში, მაგრამ არა სრულად.
"არ ვაპირებდი ამ ნაძირალას ხსენებას, მე ვურჩევდი ახლა მაგის ვენებს და ტვინს არაფერი ეშველება, მაგრამ პირი მაინც გამოირეცხოს ვიდრე ჩემს სახელს და გვარს ახსენებს. მაგრამ, მოღალატე მოღალატეა. არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ, უნდა ვთქვა, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მის სახელ და გვარს არ დავასახელებს, თვითონ იტყვის და მოყვება ამის შესახებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში.
მას შემდეგ რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა." - განაცხადა დავით საყვარელიძემ გადაცემა "არჩევანში".