ეკლესიის ნგრევა მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი მეუფე (2007-2008 წლებში) მუდმივად გვირეკავდა და ანათემაზე გადაცემით გვემუქრებოდა! რაც მთავარია, ყველაზე მეტად სიტუაცია მაშინ ამყრალდა, როცა (იმავე პერიოდში და შემდეგაც) კათოლიკოს-პატრიარქის ნომერში, გოგირდის აბანოებში, სადაც ის ბანაობდა, ხელისუფლების წევრებს ბოზები შეჰყავდათ და თან ღადაობდნენ, კედლებიდან მირონი გადმოდისო. საინტერესოა, სად იყო მაშინ ან დაცვა, ან კიდევ მორალი, რწმენა და უფლის შიში?! ეს ინფორმაცია მე და დიტო ტიკარაძემ ფარულად გადავამოწმეთ და დადასტურდა, მაგრამ მაშინ ლამის ჯვარზე გაგვაკრეს. რომ არა პატრიარქი, ალბათ, ჩაგვქოლავდნენ! რაც ახლა ხდება, ეს არახალია, უბრალოდ გადმოხეთქა და თვასაჩინო გახდა. როცა ჩვენ ვილაშქრებდით, აქეთ გვიტევდნენ, პროვოკატორები ხართ და იგონებთო. აჰა, თუ ვიგონებდით, დადგა თუ არა განკითხვის დღე?!
წყარო: expressinfo.ge