ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნანუკა ჟორჟოლიანს, გადაცემაში გამოყენებული კადრებისთვის განმარტება მოთხოვეს


    ოთხშაბათს, 8 თებერვალს  რუსთავი 2-ზე გასულმა ” ნანუკა ჟორჯოლიანის შოუმ”, რომელშიც ირინა სარიშვილის მიერ ნაშვილები ბავშვის გარდაცვალების შესახებ იყო საუბარი, სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.  მათი ნაწილი  ირინა სარიშვილის მოწვევას და ამ თემაზე საუბარს დამთრგუნველს უწოდებს , ერთ-ერთი მომხმარებელი კი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ გადაცემაში გამოყენებული იყო კადრები იმ  კლინიკის არქივიდან, რომელიც საქმესთან არაფერ კავშირშია.
    როგორც გაირკვა, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში  ნაცვლად იმ სამედიცინო დაწესებულებისა, სადაც გადაცემაში აღწერილი ამბავი მოხდა,  პატარკაციშვილების კლინიკის კადრები გამოიყენეს.
    “რამდენად ეთიკურია, როდესაც რესპოდენტი უარყოფით კონტექსტში საუბრობს კლინიკის,ექიმების შესახებ, გამოხატავს უკმაყოფილებას (შესაძლოა სამართლიანადაც,არ ვიცი) და თქვენ ადებთ კადრებს საერთოდ არაფერ შუაში მყოფ კლინიკის (ვგულისხმობ პატარკაციშვილების კლინიკას)??? ნებისმიერი ამოიცნობდა, ვისაც უმშობიარია, ვისაც კონსულტაცია გაუვლია და ვინც აპირებს და დაგეგმილი აქვს მშობიარობა პატარკაციშვილების სამშობიარო სახლში. არ ფიქრობთ ,რომ სულ მცირე მოიქეცით უპასუხისმგებლოდ?”-აცხადებს  ეთო მორჩილაშვილი და გადაცემის წამყვანს განმარტებას თხოვს.
    ჟურნალიტმა  თავის მხრივ, განმარტება  მაკა ჩიხლაძეს მოთხოვა, რომელმაც , განაცხადა, რომ ჟვანიას კლინიკამ, ვისაც ეს გადაცემა ეხებოდა, გადამღებ ჯგუფს უარი უთხრა კადრებზე და ამიტომ გადაცემაში სხვა კლინიკის კადრები იქნა გამოყენებული. 
    .
    ..
    .
    “მართალი ხართ. ძალიან ცუდი ამბავია და მეც ძალიან მეწყინებოდა, გავბრაზდებოდი, შევიცხადებდი. შემდეგ გადაცემაში საჯარო განმარტებას გავაკეთებ ამ თემასთან დაკავშირებით  და საჯარო ბოდიშს გიხდით.”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
    .

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი