ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გთხოვთ, დამეხმაროთ, მოვძებნო ორი ახალგაზრდა, რომლებმაც დედა გადამირჩინეს!

    გთხოვთ, დამეხმაროთ, მოვძებნო ორი ახალგაზრდა, რომლებმაც დედა გადამირჩინეს!
    GANSXVAVEBULI.COM-ს მკითხველმა ემოციური წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა:
    „დედაჩემს 65 წლის არის, მაღალი წნევები აწუხებს, ზოგჯერ გული ისე  მოულოდნელად აუჩქარდება, ფერს დაკარგავს და ძალა მთლიანად ერთმევა. ექიმმა დაუნიშნა ფეხით იარე როგორც შეძლებო, დედაჩემიც თავს ძალას ატანს და გარეთ გაისეირნებს ხოლმე. სულ ვეუბნები, უჩემოდ არ გახვიდეთქო, მაგრამ ჯიუტია. გუშინ სამსახურში ვიყავი, დედა გარეთ გასულა, როგორც თვითონ ამბობს, თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდად გამხდარა, უნივერსიტეტის ეზოდან ახალგაზრდა გოგო და ბიჭი გამოსულა, სავარაუდოდ, სამედიცინოს სტუდენტები, როგორც ჩანს, დაინახეს, რომ დედას რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა და უჭირდა, მივიდნენ და დახმარება შესთავაზეს, როგორც დედაჩემი მანანა, ამბობს მარტო ის ახსოვს, რომ ვუთხარი, რაღაც კარგად ვერ ვარო და გონზე საავადმყოფოში მოვიდა.
    სამსახურში ვიყავი, როცა დედაჩემის ტელეფონიდან ზარი შემოვიდა, ვუპასხე და ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა დამშვიდდით, ქალბატონო, დედათქვენი ამ და ამ საავადმყოფოშია, არ ინერვიულოთ უკვე ყველაფერი კარგად აქვსო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, ვიფიქრე ექიმმა ან ექთანმა დამირეკა დედას ნომრიდან,თქო. როგორც აღმოჩნდა შემდეგ ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების მანქანა გამოუძახებიათ და დედას გვერდიდან არ მოსცილდნენ, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ კარგად იყო. როგორც რეგისტრატურაში მითხრეს, გოგონა დედაჩემის ამბავს ისე განიცდიდა, თავიდან შვილიშვილი გვეგონაო. სამწუხაროდ, როცა მე კლინიკაში მივედი, დედაჩემის გადამრჩენელი ახალგაზრდები იქ აღარ დამხვდნენ, სავარაუდოდ, ბიჭს დათო ქვია, გოგონას - სალომე. გთხოვთ, გამომიქვეყნეთ ეს წერილი, გავავრცელოთ როგორმე, რომ ხმა მივაწვდინო ახალგაზრდებს, რომლებმაც დედაჩემს თავიდან აჩუქეს სიცოცხლე და სანაცვლოდ მადლობაც ვერ გადავუხადე!
    ახლაც ამ წერილს ვწერ და ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს, ეს ახალგაზრდები რომ იქ არ აღმოჩენილიყვნენ, არავინ იცის, დედას რა დაემართებოდა. დედა როგორც ამბობს, ამ გოგონას და ბიჭის სახე არასდროს დაავიწყდება და სადმე თუ შეხვდა, აუცილებლად იცნობს, მაგრამ მე მინდა რაც შეიძლება მალე ვიპოვო, მეც და დედასაც ანგელოზებივით მოგვევლინენ, მინდა უბრალოდ გავიცნო და მადლობა გადავუხადო მათაც და მათ მშლობლებსაც, რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან.
    თუ ეს ისტორია გეცნოთ. გთხოვთ, დამიკაშირდით ნომერზე-555 392 267, ნინო.“

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი