ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში მამა პეტრე ცაავას შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„აი, მაშინ კი ვიტკიცე ხელი შუბლში, მაგრამ რაღა დროს!!!
ილია პატარა იყო. ნაცებმა სამსახურიდან გამომიშვეს.
ჩემი მეგობრები საპატრიარქოს ტელევიზის ამუშავებას იწყებდნენ ქეთევან დუმბაძემ შემომთავაზა მივსულიყავი. იმ დროს ტელევიზიის ოფისი რუსთაველზე ეროვნულ-დემოკრატიული შტაბის შენობაში იყო. შენობა ჩემი მეგობრებით და კოლეგებით სავსე დამხვდა. ქეთოს წყალობით იმ დღესვე მოვახერხე მეუფე პეტრესთან შესვლა.
ჩემი გვარი შესვლამდე უთხრეს.
საუბარი მეუფის ინიციატივით სულხან მოლაშვილზე დაიწყო. ძალიან გამიკვირდა.
მეკითხებოდა.
ვპასუხობდი.
იმ დროს არ ვიცოდი მეუფის და სულხანის ურთიერთობის შესახებ. არც ის ვიცოდი, თუ რა გავლენა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას" მეუფე პეტრეზე.
პროექტი სახელწოდებით „ფესვები" მეუფეს მეორე დღეს მაგიდაზე ჰქონდა. სამი გადაცემის გეგმა და სცენარიც გამზადებული ნახა.
ჩემდა გასაოცრად, პასუხს ორი კვირის განმავლობაში არავინ მეუბნებოდა. მომწყინდა სიარული და აღარ მივსულვარ საპატრიარქოს ტელევიზიაში.
გადის რამდენიმე თვე და ჩემი სცენარით, ჩემს გადაცემას საპატრიარქოს ეთერში ჩემთვის უცნობი ჟურნალისტის მიერ გაკეთებულს ვუყურებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში. ღამე ძლივს გავათენე.
მეორე დილით როგორ აღმოვჩნდი მეუფის ოთახში დღესაც არ მახსოვს.
ტელევიზიაში ჩემიანები არავინ დამხვდა.მოკლე დროში ტელევიზია დატოვა თითქმის ყველა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ.
როგორც შემდეგ გავარკვიე, მეუფესთან ერთად თანამშრომელთა შერჩევას სჭირდებოდა მარიკა ვერულაშვილის თანხმობა. რა თქმა უნდა, მარიკა თანხმობას ჩემზე არ გასცემდა.
საპატრიარქოს ტელევიზიაში მისვლის შემდეგ, ჩემი სცენარით გადაცემა აღარ გასულა. ამ დღის შემდეგ მეუფე პეტრე აღარ მინახავს. თავადაც არ შემოუთავაზებია, როგორც გადაცემის ავტორს, გამეგრძელებინა გადაცემის მომზადება.
სულხანის ჩამოსვენების დღეს აეროპორტში ელოდა ცხედრის ჩამოსვენებას.
გულწრფელად გითხრათ, არ მესიამოვნა.
ვიკითხე, რა უნდოდა.
მითხრეს, რომ სულხანის სულიერი მამა იყო.
აი, მაშინ კი ვიტკიცე ხელი შუბლში, მაგრამ რაღა დროს!!!
მაპატიე უფალო, არავის განვიკითხავ. მე მხოლოდ ნამდვილი ამბავი მოვყევი", - წერს თამარ მოლაშვილი. წყარო