ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. პირველად ვწერ : მე ვიცი რას ნიშნავს როცა შენი შვილი სიკვდილს ებრძვის და შენ არ იცი სადაა საშველი... 11 წლის უკან ჩემმა შვილმა უმძიმესი თავის ტრამვა მიიღო... მე ვიცი რას ნიშნავს უყურო უგონო შვილს , ითვალო საათები და წუთები...მთელი გზა ქუთაისიდან თბილისამდე გადაქექო შენი ცხოვრება,რომ იპოვნო პასუხი კითხვაზე რატომ ? მერე იყო სამედიცინო აკადემიის კლინიკა და ორი ჯადოქარი ექიმი-ალეკო გველესიანი და ლადო წიქარიშვილი.ამ ადამიანებისგან შვილის სიცოცხლით ვარ დავალებული შენ ვიღაც ბოროტი,ჩასაფრებული ვერ მიხვდები რას განვიცდი მე მაშინ როცა შენ ჩემს შვილს ახსენებ. მე მინდა შენ არასოდეს განიცადო იგივე,რაც მე.. ეს აუტანელი ტკივილია და შენ ბოროტი და ბოღმით სავსეც არ მემეტები ამ ტკივილისთვის. შენ შენი ბოროტებაც გეყოფა... თავი დაანებეთ ჩვენს შვილებს !!!! ხელები შორს ....იქ შორს დედა თავის შვილს დასტირის.ბედნიერება არ დააცადეთ და მწუხარებასთან მაინც დატოვეთ მარტო.... .
timesnews.ge