სპეც-პროექტი| "ნუ დააჩქარებ სიკვდილს"
თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება. გორი, სიღნაღი, წნორი, ფოთი, რუსთავი, თბილისი... - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც მხოლოდ იანვრის თვეში მომხდარ ავარიებს 25-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საინფორმაციო ვიდეოპორტალის Palitratv.ge-ს სპეცპროექტში - "ნუ დააჩქარებ სიკვდილს", წარმოდგენილია გასული თვის შემზარავი უბედური შემთხვევების ქრონიკა. ამავე პროექტში ნაჩვენებია ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოს გზებზე 2010 წლიდან დღემდე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სამწუხაროდ, დრამატულად მზარდია.
ნახეთ დეტალები სპეც-პროექტში