ქსელში ვიდეო გაჩნდა, სადაც, როგორც უკრაინული ჟურნალისტები ამტკიცებენ, ახალგაზრდა ბიჭი, სახელად მაქსიმი არის აღბეჭდილი, რომელიც უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან სექსის შესახებ ჰყვება.
საინფორმაციოები იუწყებიან, რომ ვიდეო ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. ვიდეოში ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ ის მამაკაცი გამოძახებითაა და მინისტრი მან ინტერნეტით გაიცნო. მისი თქმით, ავაკოვმა მას ფულის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება შესთავაზა.
მაქსიმის თქმით, მათი ურთიერთობა ორი წელი გაგრძელდა. ბიჭის თქმით, არსენი ავაკოვი და მისი მეგობარი ალექსანდრ კირში მას, როგორც პროსტიტუტს, რიგრიგობით იყენებდნენ. მაქსიმმა ვიდეო წარმოადგინა, სადაც აღბეჭდილია მისი და კირშის ურთიერთობები. ვიდეოს ავთენტურობა ამჟამად დგინდება.
თავის მხრივ, ავაკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს "ამ იდიოტიზმზე კომენტარის გაკეთებას". მან აღნიშნა, რომ ბიჭი, რომელიც გეი-პარტნიორად გამოაცხადეს, სინამდვილეში კირშის მასაჟისტია.