ჟურნალ Forbes რუსული გამოცემა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მილიარდერის რეზიდენცია თაბორის მთაზე ფუტურისტულ ბიზნეს-ცენტრსა და საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომლის დიზაინიც იაპონელი არქიტექტორი სინა ტაკამაცუა.
„რუსეთში მოღვაწე მილიარდელებს შორის, მსგავსი არავის არაფერი აქვს”, – წერს ჟურნალი.
გამოცემა ბიძინა ივანიშვილს თბილისის რეზიდენციაში ესტუმრა და მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. პარალელურად, ჟურნალის წარმომადგენელმა ივანიშვილის რეზიდენცია ფოტოებზე ასახა და შესაბამისი წარწერებით ვებ-გვერდზე განათავსა. გთავაზობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც ასახულია:
1 – ბიზნეს ცენტრი თაბორის მთაზე
2 – ხედი ჩანჩქერზე
3 – კონფერენციების დარბაზი
4 – ივანიშვილის საცხოვრებელი
5- ჰენრი მურის ბრინჯაოს ქალის ქანდაკება
6 -ბერნარ ვენეს მეტალის რგოლები თბილისის ხედით
7 – მთა რობერტ ინდიანას LOVE -თი
8 ივანიშვილის ზვიგენი – კაბინეტის მახლობლად ივანიშვილმა დიდი აკვარიუმი ააშენა, სადაც სხვადასხვა სახეობის ბევრი თევზები ბინადრობს. პატარა თევზები დიდი თევზებისგან სქელი მინის ტიხრით არიან გამოყოფილნი. დიდ თევზებს შორისაა ზვიგენი. ის სულ პატარა მოიყვანეს და ჯერ კიდევ იზრდება
9 – მოლაპარაკებების კიდევ ერთი ოთახი
10 – Chill-out ოთახი – ღია ტერასა, ხედით ჩანჩქერსა და აუზზე
11 -სპორტ დარბაზში ერთ-ერთ კედელს ამშვენებს ვლად ლოკტევის ფოტოგრაფია. ივანიშვილმა ეს ფოტო საჩუქრად თავად ავტორისაგან მიიღო
12 -სააკაშვილის სასახლე – მთებიდან კარგად მოჩანს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასახლე და ივანიშვილის თანხებით აშენებული წმინდა სამების ტაძარი
13 – შიდა სივრცე
წყარო: info7.ge