ნაციონალური მოძრაობა ძალოვან უწყებებს ქართველი მებრძოლების დევნაში ადანაშაულებს. პარტიაში პოსტკრიპტუმის ეთერში კიდევ ერთი ქართველი მეომრის, ზაზა ბერიანიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც ქართველმა ჯარისკაცმა რუსეთის მიერ გამოცხადებულ ძებნაზე ისაუბრა.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპანტ სახელმწიფოს ქართველი ჯარისკაცების დევნაში ეხმარება.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს მებრძოლების სისხლის სამართლებრივი დევნა და ამისთვის მთავრობას ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს.
„თუ ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ და ქმედით ნაბიჯებს, იმისთვის, რომ არ განხორციელდეს ჩვენი მეომრების და ჩვენი გმირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მხრიდან და თუ ორი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტს საქართველოს ხელისუფლება ხელშეწყობას რუსეთში ჩვენი მეომრების ექსტრადირების პროცესისა, ჩვენ დავიწყებთ მანიფესტაციებს სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მეომრები, ჩვენი გმირები რუსეთის ფედერაციას,“ -განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
წყარო