ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი, გიგანტური მაგნოლიის ხის ჩაქვიდან ურეკისაკენ ტრანსპორტირების დაწყების გამო ბათუმი -ქობულეთის საავტომობილო გზაზე მიმოსვლა შეწყვეტილია.
გიგანტური ხე, ურეკში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლში ამჯერად არა ზღვით, არამედ საავტომობილო გზით გადააქვთ.
სამუშაოებს კვლავ კომპანია "ზიმო" ახორციელებს.
თვითმხილველთა ინფორმაციით გზაზე იჭრება ხის ტოტები, რომელიც ივანიშვილის ხეს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნის.
კურიერის კორესპონდენტს, იმ კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხის გადატანას ახდენენ, განუცხადეს, რომ საქართველოს რკინიგზაში წერილი უკვე გაგზავნილია და ნებართვაც მიღებული აქვთ, რომ 13 იანვრის დღის 12 საათიდან 15 საათამდე მოხდება, სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა.

No comments:
Post a Comment