
აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 17 გზის ჩემპიონია. ეს სპორტი მისი გატაცებაა, თუმცა რომ არა მწვრთნელები, აიდანისის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ბავშვის ჭიდაობაზე ტარებას ვერ შეძლებდა. აიდანისი სპორტისგან თავისუფალ დროს ბაზარში ლიმონს ყიდის და ოჯახს ამით ეხმარება.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, “ფოსტალიონი” სოფელ დიღმის “ვისოლის” საჭიდაო კლუბში, აიდანისის პირად მწვრთნელს, ვასილ კოროტაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კლუბში არაერთი წარჩინებული სპორტსმენია, თუმცა აიდანისი გამორჩეულია თავისი მონდომებით.
,, აიდანის ბაიდაროვი ჩვენს კლუბში გადის წრთვნებს. გვყავს არაერთი წარჩინებული სპორტსმენი, მაგრამ ბაიდაროვი გამორჩეულია მისი მონდომებით.. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი რუსთავთან ახლოს, ერთ ოთხში ხელმოკლედ ცხოვრობს და ამას ემატება ისიც, რომ დედა ინვალიდია, აიდანისი მაინც ახერხებს იაროს კლუბში და სრული დატვირთვით ივარჯიშოს, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ვარჯიში უფასოა. “-გვითხრა ვასილ კოროტაშვილმა. მისი თქმით , მწვრთნელები მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ, რათა ბავშვმა ვარჯიში გააგრძელოს. აიდანისი მრავალი ჯილდოს და თასის მფლობელია.
“ახლახანს ჩატარდა ჩემპიონატი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც ჩვენი გუნდი მონაწილეობას იღებდა და წარმოშობით აზერბაიჯანელმა აიდანისმა საქართველოს სახელით გუნდს გამარჯვება მოუტანა. მომავალ წელს არის ოფიციალური ჩემპიონატი და ვიმედოვნებთ რომ იქაც აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას”-ამბობს ვასილ კოტორაშვილი. და დასძენს, რომ სამწუხაროდ, კლუბში ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი სოციალურად დაუცველია და სიღარიბეში ცხოვრობს.
“ფოსტალიონი” პატარა სპორტსმენს სახლში დაუკავშირდა. ის მშობლებთან და 3 მცირეწლოვან დასთან ერთად რუსთავთან ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს.
როგორც აიდანისმა გვითხრა, ოჯახი აზერბაიჯანიდან საქართველოში 10 წლის წინ ჩამოვიდა . მაშინ ის 4 წლის იყო. ქართული კარგად იცის და აქედან არსად წასვლა არ უნდა. მაშინაც კი,როცა დიდი სპორტსმენი გახდება, ყოველთვის აქ იცხოვრებს და საქართველოს სახელით იასპარეზებს. თუმცა მანამდე მოქალაქეობის მიღება და პასპორტის აღება უნდა. “მერე რა, რომ აზერბაიჯანელი ვარ, ბაქოში არ მინდა წასვლა, საქართველო მიყვარს”-გვითხრა მან.
აიდანისი ყოველ დილით მატარებლით სადგურზე მიდის და დეზერტირების ბაზარში ლიმონს ყიდის.

მისი ყოველდღიური შემოსავალი 5 ლარია. მამას მუდმივი სამუშაო არ აქვს. როცა მუშაობს, დღეში 15 ლარს უხდიან. აიდანისი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს, 4 საათისთვის სოფელ დიღმისკენ, კლუბში სავარჯიშოდ მიუყვება გზას.
ნანახით გულდამძიმებულები დავემშვიდობეთ აიდანისს, თუმცა წამოსვლისას ვუთხარით, რომ ის აუცილებლად გახდება გამოჩენილი სპორტსმენი და ექნება კარგი და დიდი სახლი. დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება, თუმცა მანამდე ოჯახს ხელის შეწყობა სჭირდება.
თუ ვინმეს სურვილი ექნება, შეუძლია პირადად მოიკითხოს პატარა ტიტულოვანი სპორტსმენი. თითოეული ადამიანის ყურადღებას, კეთილ ნებას და გვერდით დგომას მისი ოჯახისთვის და აიდანისის წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტ. 555 31 35 31
No comments:
Post a Comment