ტროპარი
ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
ტროპარი
დაფლულნი შენთანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკუდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა, და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
კონდაკი
ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხოვრებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
. . .
აწ ყოველნი გულს-მოდგინედ მივეგებვოდეთ და ყოველთა სიხარულით შევიწყნაროთ და ვდღესასწაულობდეთ; სამოსლისა წილ დაუფინნეთ გულნი ჩუენნი წინაშე მისსა და ფსალმუნითა და გალობითა მადლობით მივეგებვოდით და ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“! დაუცხრომელად ვღაღადებდეთ, რამეთუ მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ არიან და მწყევარნი მისნი წყეულ არიან.
. . .
აწ ყრმათა თანა აღვიღოთ რტოები ზეთისხილთაჲ და ვგალობდეთ, რაჲთა ჩუენცა სულმან წმიდამან მოგუხედოს. და ამას ღმრთით სწავლულსა გალობასა დაწყნარებით ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა მაღალთა შინა“!
. . .
ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძე სახელითა მამისაჲთა, მეუფე ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა, რამეთუ თანასწორ არს მეუფებაჲ მათი...
წმ. იოანე ოქროპირი, სინური მრავალთავი
წყარო