სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესისა და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სინანულის გრძნობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადე, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
„რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.
- რით დავიწყოთ? - სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე. იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება“, - აღნიშნავს პატრიარქი.
წყარო