რუსეთის ფედერაციასთან მკაცრი მოლაპარაკებების დრო დადგა, რაც დაკავშირებულია სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერასა და ევროპაში ექსტრემისტულ ქმედებებთან.
ასეთი აზრი გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერმა ABC News -ის ღია ეთერში 16 აპრილს.
მისი სიტყვებით, ასადის მთავრობამ რუსეთის მხარდაჭერით დაიწყო სამოქალაქო ომი და შექმნა კრიზისი, რომელიც გახდა მეტად სისხლიანი ერაყისთვის, მეზობელი ქვეყნებისა და ევროპისთვის.
ამგვარად რუსეთის მხარდაჭერა ასადის საშინელი რეჟიმისა, რომელიც წარმოადგენს კონფლიქტის ერთ მხარეს, უნდა იყოს განხილული ისევე, როგორც რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა ევროპაში. დადგა დრო ,რუსეთის ფედერაციასთან მძიმე დისკუსიები დაიწყოს.,-განაცხადა მაკმასტერმა.
უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტიმა დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემა მესამე მსოფლიო ომის დაწყების მცდელობაში.