ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი - ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
,,დეკანოზ მამალაძეზე გამოქვეყნებულ მასალებზე:
1. ცალსახად, დეკანოზი ციანიდისადმი ინტერესს გამოხატავს, თან მისი მომწამლავი ეფექტის კონტექსტში;
2. ცალსახად, მოწმე ირაკლი მამალაძე პროვოცირებს სასურველ პასუხებს;
3. მაღალი ალბათობით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია. (გამორიცხულია სპეცოპერაცია ბოლომდე არ მიეყვანათ და ციანიდის დეკანოზისთვის გადაცემა არ გადაეღოთ. ასევე, პრაქტიკულად გამორიცხულია,
სრული თვალთვალს ქვეშ მყოფი პირის მიერ ციანიდის უცხო პირისგან ყიდვა ვერ დაეფიქსირებინათ);
4. საერთოდ არ იკვეთება, რომ თუ ვინმეს მოწამვლას აპირებდა, ეს ვინმე შორენა თეთრუაშვილი იყო (მოსაშორებელია, დასაბრედია, მარილზე გავა - სრულიად არაფრის მამტკიცებელია);
5. არსაიდან არ ჩანს, რომ დეკანოზი ციანიდს ეძებდა გერმანიაში წასაღებად. უფრო პირიქით.
ესაა ჩემი დასკვნა გამოქვეყნებული მასალიდან. სხვა მასალები ჩემთვის უცნობია." - წერს გვარამია.