ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ (ამ სახელმწიფოს სახელწოდების მითითებით) იმდენად კლასიკური ფორმულირებაა იურისპიუნდენციაში, რომ ქოცნების მიერ ამის ყალბ ემოციურ და ფსევდოპატრიოტულ ჭრილში წარმოჩენა უკიდურესად სასაცილო და სამარცხვინოა! სპეციალურად ჩავიხედე ბატონების მდინარაძისა და კობახიძის ბიოგრაფიებში, ანუ იმ ადამიანების, ვინც სწორედ ამ კუთხით სცადა საკითხის წარმოჩენა და ორივეს იურისტი უწერია განათლება-პროფესიაში. ასეთი "იურისტები" რომ გვყავს და, თანაც, ასეთ მაღალ თანამდებობებზე, იმიტომაა ასე "კარგად" ჩვენი საქმე! ამ საცოდავებს იმ უმძიმესი ფაქტის გადაფარვა უნდათ ამ სულელური ნაბიჯით, რომ ევროსასამართლომ თავისი ამ ფორმულირებით ვითომ ქონებრივი დავის პროცესი ამხილა, დაარქვა მას თავისი სახელი და სახელმწიფო დაადანაშაულა იმაში, რომ რეალურად ის წარმართავს ამ პროცესს პოლიტიკური მიზეზებით და მიზნებით! ნიკოლოზ ვაშაკიძე
წყარო