ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რა ამოჭრა პროკურატურამ კადრებიდან: "გაუმაძღარი შორენა", "ხალხის ლანძღვაში მიხდიან ფულს"...

    პროკურატურამ ჩანაწერებიდან აჩვენა მხოლოდ ის ნაწილი, რითაც მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის დადგომას შეუწყობდა ხელს. უამრავი დეტალი ირაკლი და გიორგი მამალაძეების საუბრის ჩანაწერიდან ამოჭრილია. - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. 

    გადაცემაში, რომელსაც პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეც ესწრებოდა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცნობილი დიალოგი შორენა თეთრუაშვილის "მარილზე გაშვებასთან" დაკავშირებით საინტერესოდ გრძელდება, რითაც დასტურდება, რომ "შორენას მარილზე გაშვება" არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ მის მოკვლას გეგმავდა ვინმე:

    "რატომ შეწყვიტეს ჩანაწერი იქ, სადაც მამა გიორგი ამბობს, რომ შორენას მარიზე უშვებს, რატომ არ გააგრძელეს. იქ დიალოგი ასე გრძელდება: „მაგას ხომ იცი წინასწარმეტყველება აქვს, მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა შენ ფსიქიკურად შეიშლები პატრიარქის გარდაცვალებამდე და საპატრიარქოს დაარტყამ "კრუგებს", შიგნით არ შეგიშვებენო.

    ასევე ამოჭრილია კლინიკის დიალოგის ის ნაწილი, სადაც ირაკლი მამალაძე შორენას უწოდებს "გაუმაძღარს", ასევე ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ მას ლანძღვაში უხდიან ფულს", - აღნიშნა "განსხვავებულ აქცენტებში" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი