მეუფე პეტრეს თქმით შეხვედრას ხელი ილია მეორეს მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.
როგორც მან აღნიშნა “საპატრიარქოში ვითარებას შორენა და მისი კლანი მართავს და იგი უნდა მოშორდეს საპატრიარქოს.”
მეუფე პეტრე ასევე განმარტავს, რომ პატრიარქის სურვილი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაეთავისუფლებინათ, თუმცა ესეც შორენა თეთრუაშვილის ჩარევით არ განხორციელდა.
ცნობისთვის, მეუფე პეტრე ამ წუთებში ე.წ “მატროსოვის ციხეში” დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება.