ირინა სარიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა პროკურატურის ვერსიის და არ მოსწონს მთავრობის წარმომადგენლების საპატრიარქოში მისვლის ფაქტი.
,,პატრიარქთან და მის წარმომადგენლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და მინდა მივმართო პატრიარქზე გადაფარებულ, გააფთრებულ მის გულშემატკივრებს, რომლებიც მზად არიან მამა გიორგი შუაზე გაგლიჯონ, ცოტა მოდუნდნენ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.
რომელი ანალიზი უნდა გაკეთდეს იმ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ, მამა გიორგისგან და მისი დაცვისგან ამ გაუთქმელობის ფონზე მესმის რა უთხრა ერთმა მამალაძემ მეორეს, მერე რა უპასუხა ამ მეორემ პირველს, როგორ მივიდა მამა გიორგი ერთთან და ციანიდის ყიდვა მინდაო, რომ ერთი სასულიერო პირი მოვკლაო, მან უარი უთხრა და ჩაუშვა. ახლა წავიდა კიდევ ვერსიები, რომ ციანიდი სხვადასხვა კატეგორიის არსებობს.
ამ ყველაფრის ფონზე არც ის მომწონს, რომ მთავრობის დელეგაცია დღეს პატრიარქს სტუმრობს, არც ის მომწონს, როდესაც მამა გიორგისთან წავა მოლაპარაკებები, სავარაუდოდ”, – განაცხადა ირინა სარიშვილმა ,,პრიორიტეტის” ეთერში.