რეჟისორი გოგა ხაინდარავა მიიჩნევს, რომ საზ.მაუწყებლის დაქვემდებარებაში არსებული ტელეკომპანია “პიკ”-ის საქმე გამოსაძიებელია. მისი განცხადებით, იქ მომუშავე თანამშრომლებს არაადექვატურად მაღალი ხელფასები ჰქონდათ, თუმცა რა იდეოლოგიას ემსახურებოდა ეს ტელევიზია მისთვის გაუგებარია.
ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ეთერში ისაუბრა.
“გამოსაძიებელია ეს საქმე, იქ არანორმალურად მაღალი ხელფასები იყო, 40 000 ლარი, 20 000 დოლარი, სობჩაკებს და განაპოლსკებს ჰქონდათ და საერთოდ რას ემსახურებოდა ეს ტელევიზია და რა იდეოლოგიას ატარებდა”– განაცხადა ხაინდარავამ.
წყარო