გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ალავიძე და ქათამაძე იყვნენ სწორედ ის მოსამართლეები, რომლებმაც არ მოინდომეს ყოფილიყვნენ „ურთმელიძე 2“.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმე 15 თებერვლამდე გადაიდო.
„25 იანვარი იყო ბოლო ვადა, საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს ვადა ოფიციალურად გადაიწია. მაგრამ ხელისუფლებას აქვს ამოცანა, რომ 15 თებერვლამდე მოხდეს რუსთავი 2-ის საქმის დასრულება. მოხდეს დასრულება როგორც კერძო დავის, ბრჭყალებში, რასაკვირველია, რომ რუსთავი 2 უნდა გადაეცეს და დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშს, ხოლო თვის ბოლოს უკვე ქიბარ ხალვაში ამ ტელევიზიას გაყიდის და მიყიდის, მგონი, ძნელი სავარაუდო არ არის, იმ ადამიანს, რომელიც იქნება დაახლოებული ხელისუფლებასთან,“ - აცხადებს ელისო კილაძე.
კურიერთან საუბრისას მან ასევე ისაუბრა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსამართლეებზე, ამჯერად უკვე, სუს-ის მედიასაშუალებების მეშვეობით,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მისი თქმით, მომდევნო კვირიდან სუს-ის მხრიდან სხვადასხვა ადამიანზე განხორციელდება ზეწოლა, მათ შორის ნიკა გვარამიაზე.
წყარო