ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დღეს კიდევ ერთი ემიგრანტის გული გაჩერდა

    არ იტყობდა, მაგრამ ხომ ვხედავდით როგორ უჭირდა ოჯახისგან სიშორე.  არასდროს წუეუნებდა, მარტო ერთხელ თქვა ჩემი შვილები ნორმალურად არ მელაპარაკებიან და ფულის გაგზავნაზე უარი თუ ვუთხარი ყურმილს მითიშავენო..
    არასდროს იტყოდა დავიღალეო, მაგრამ თვალები ქონდა ისეთი, არ ჭირდებოდა ამის თქმა. გუშინ საქართველოში თავის ოჯახს ბოლოჯერ დაურეკა, მისმა შვილმა თქვა ნამტირალები ხმა ჰქონდაო, რომ ვკითხე რა მოხდა მეთქი, მეტი აღარ შემიძლიაო მიპასუხა  და ტელეფინი გაითიშაო. ეს ბოლო ზარი იყო, თავი შეუძლოდ იგრძნო, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს. ახლა მისი შვილი თავს იდანაშაულებს, რომ გადამერეკა და დავლაპარაკებოდი იქნებ ასე არ მომხდარიყოო.
    ამბობენ გული გაუჩერდაო…მე მისმა სიკვდილმა ისე მატკინა, ისე ჩამწყვიტა რაღაც, რომ მივხვდი ჩემს გულს ფუნქცია ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, ჯერ კიდევ შემომრჩა გრძნობები, ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა რობოტი…
    მოგვეფერეთ შვილებო, გვითხარით ბევრი თბილი სიტყვა, გვაჩვენეთ თქვენი სიყვარული, რომ არ გაჩერდეს ჩვენი გულები… თქვენზე ძვირფასი ხომ ჩვენ არავინ გაგვაჩნია!

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი