
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაიჭერენ, ტელეკომპანიას მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “თუ არ გეყოფათ საღი აზრი და დღეს დამაკავებთ, “რუსთავი 2″ მაიცნ იდგება ფეხზე. კვირას აქცია მაინც ჩატარდება. მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე ამ ტელეკომპანიის, თუ მეტად არა”, – განაცხადა გვარამიამ. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. შსს-ში აცხადებენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის და ჩაწერილი ხმები ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით. ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.
წყარო