ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    13 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი ოჯახის მკვლელობა შეუკვეთა, სასამართლომ გაანთავისუფლა

    13 წლის გოგონა, რომელმაც თავის უფროს მეგობრებს საკუთარი ოჯახის მკვლელობა შეუკვეთა, ნოვოსიბირსკის სასამართლომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვების დროებითი დაკავების ცენტრიდან გაანთავისუფლა, ის მშობლებთან ერთად იცხოვრებს, რომლებსაც 2016 წლის ნოემბერში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა .
    13 წლის ნასტიას გახმაურებული საქმე, რომელმაც საზოგადოება შეძრა, დახურულია. ბოლო 3 თვე გოგონამ ძნელად აღსაზრდელი ბავშვების დროებითი დაკავებაის ცენტრში გაატარა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად ოჯახის წევრებზე ( ბებია, დედა, უმცროსი ძმა) თავდასხმა დაგეგმა. 1 წლით უფროსი რომ ყოფილიყო, მას არასრულწლოვანთა კოლონიაში გაუშვებდნენ, მაგრამ ახლობლებმა, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, იპოვეს საკუთარ თავში ძალა, აპატიეს მას და სახლში დააბრუნეს.
    სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის არგუმენტები. გოგონას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მას აღსაზრდელად მშობლებს დაუბრუნებენ და ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ გაიზრდება.
    მთელი ეს ისტორია საშინელებათა ფილმის სცენარს გავს, ნასტიას 16 წლის ბიჭი შეუყვარდა, ის კი ოჯახს არ მოწონდა. ამიტომ მე-7 კლასელმა გოგონამ, რომელიც ოჯახზე სერიოზულად გაბრაზდა, შურისძიების მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა. მან შეყვარებულს სახლის გაძარცვა და შემდეგ ოჯახის წევრების დახოცვა თხოვა. ახალგაზრდა მამაკაცი დათანხმდა და დამხმარე-თანატოლი გოგოც იპოვა.
    კარები ნასტას ბებიამ გააღო და მაშინვე ბეისბოლის ჯოხი მოხვდა. სანამ მოზარდი პენსიონერს უსწორდებოდა, მისმა მეგობარმა გოგომ ნასტიას 11 წლის ძმა დანით დაჭრა. ამ მომენტში სახლში დედა დაბრუნდა, მას თავს ცულით დაესხნენ, მაგრამ ქალმა კივილი მოასწრო. საბედნიეროდ, საშველად მეზობლები გამოვიდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იარაღით. ოპერატიული სამედიცინო ჩარევის შემდეგ ყველა დაშავებული გადარჩა. თავდამსხმელები დააკავეს.
    13 წლის მოსწავლემ , როგორც ამბობენ, მოინანია ჩადენილი საქციელი. მან რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზა გაიარა . ექიმების თქმით, ბავშვს ფსიქიკის დარღვევა აღენიშნება და ოჯახი გააფრთხილეს, რომ დაფარული აგრესია მომავალშიც შეიძლება გამოვლინდეს. მაგრამ დედამ, რომელიც შემთხვევის შემდეგ თავად იმყოფება ფსიქოლოგების  დაკვირვების ქვეშ, შვილის წაყვანა გადაწყვიტა. მას უნდა, რომ ნასტიამ სკოლაში სიარული გააგრძელოს.
    მოსწავლის ყოფილი შეყვარებული და მისი თანამზრახველი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალად ძარცვა და მკვლელობის მცდელობა ედებათ.
    წყარო:НТВ

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი