„მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ბევრი პარტია და უნდა გვქონდეს ბევრი არჩევანი. საუბედუროდ, დღეს არ არიან ისეთი პარტიები, რომ „ქართული ოცნების" გარდა ვინმეზე გავაკეთო რეაქცია და ვთქვა, რომ თუ ამას არა, ამათ დაუჭირეთ მხარი-თქო", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„რესპუბლიკური პარტია არ არის ის პარტია, რომელზეც ვიტყოდი, რომ მათ მხარი არ დაუჭიროთ-თქო, მაგალითად, როგორც ვიტყოდი ლეიბორისტულ პარტიაზე. სირცხვილია, რომ ლეიბორისტულ პარტიას დღეს კიდევ მხარს უჭერენ. ნათელაშვილის მხარდაჭერა დღეს სირცხვილია. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნაყიდი პარტია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო