ოთარ კახიძე - როდესაც ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს, მაშინ გააკეთებს შესაბამის განცხადებას როდესაც ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს, მაშინ გააკეთებს შესაბამის განცხადებებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ვანო მერაბიშვილის გუშინ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კახიძემ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილი ამ მომენტისთვის კონცენტრირებულია ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე, რომელზეც მისი საქმე განიხილება.
"ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებული არ იყო მასთან პარტიის გენერალურ მდივნად არჩევა თუ დატოვება. როგორც ამას განმარტავენ, სხვას მე ვერაფერს დავამატებ, რადგან არ შეიძლება პოლიტიკური პატიმრის სახელით სპეკულირება. როდესაც ვანო მერაბიშვილი თავად გადაწყვეტს, მაშინ გააკეთებს შესაბამის განცხადებას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის ინტერესებს ამჟამად მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს.
ვანო მერაბიშვილის განცხადება გუშინ ფეისბუქში მის გვერდზე გავრცელდა.
"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია", - დაწერა ვანო მერაბიშვილმა გუშინ.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.
No comments:
Post a Comment