ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნინო ბურჯანაძეს სკანადლური განცხადება: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუცია თავზე დაახია

    ეს კონსტიტუცია ლეგიტიმური ვერანაირად ვეღარ იქნება, ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია და ის არგუმენტი, რომ არასამთავრობოები და ექსპერტები ამაში მონაწილეობდნენ, ვერ ივარგებს იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, - ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, მე-V და მე-VI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

    ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელია ამოღებული, რომელთაც საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

    ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უპრეცენდენტოა ფაქტი, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთხმად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ამ პროცესს გამოუცხადა ბოიკოტი. 

    პარლამენტის ყოფილი სპიკერის შეფასებით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება წინა დღით კომისიის შემადგენლობის შემცირების შესახებ „წარმოუდგენელია“ და გამომდინარე აქედან, კონსტიტუციის ლეგიტიმურობაზე საუბარი ზედმეტია.

    „პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ, კანონიერებაზე, ლეგიტიმურობაზე, სამართალზე უკვე საქართველოში ლაპარაკი აბსოლუტურად ზედმეტია. სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს მოსახლეობის და ელემენტარული ნორმების. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ, საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუცია თავზე დაახია. ამის განხორციელებაში მას სამწუხაროდ, უცნაური მეთოდებით, ძალიან შეუწყო ხელი ირაკლი კობახიძემ. ის, ალბათ, ისტორიაში შევა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ასეთივე წარმატებით მას შეუძლია, თუ ხმები დააკლდება, დავუშვათ რომელიმე კანონპროექტის მიღებაზე, შეამციროს თავისი ბრძანებით პარლამენტის შემადგენლობა და ის რაოდენობა დაწეროს, რაც კენჭისყრას დასჭირდება. ეს არის აბსოლუტურად უკანონო. 

    ძალიან უყვარს ხელისუფლებას სიტყვა „უპრეცედენტოს“ გამოყენება და ამ შემთხვევაში, ნამდვილად უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. წარმოუდგენელია, რომ როდესაც შენ ხმების რაოდენობა დაგალკდება, წინა დღეს შეამცირო კომისიის შემადგენლობა, ამოიღო ის ხალხი, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ და მერე ილაპარაკო კონსტიტუციის ლეგიტიმურობაზე.

    ეს ცვლილებები არა მხოლოდ მავნებლურია სახელმწიფოსთვის და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, არამედ ის არის, აბსოლუტურად არალეგიტიმური და ვერანაირად ლეგიტიმურობას ხელისუფლებას ვერ შესძენს“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი