ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები ბათუმის მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებენ



    „თავისუფლების ზონის ცენტრის" თავმჯდომარე ბესო კალაძე და „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი მარიამ კოხრეიძე ბათუმის მოვლენებს "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებენ.

    ბესო კალაძის თქმით, ბათუმში განვითარებული მოვლენები არის ის გეგმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ ჰქონდა გეგმაში.

    „მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა" დავტოვე მას შემდეგ, რაც შევხვდი მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, მას გააჩნდა სცენარი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, მას ჰქონდა კონკრეტული პუნქტები. ლოზუნგი უნდა ყოფილიყო თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამით უნდა დაწყებულიყო გამოსვლები. მე ცალსახად აღვნიშნავ, რომ მას ერთადერთ გადარჩენის გზად დესტაბილზაცია ესახებოდა. მისი გეგმა იყო, რომ უნდა მომხედარიყო იერიში ძალოვანი უწყებების შენობებზე, მომხდარიყო ავტომობილების და საბურავების დაწვა, პროვოცირება პოლიციის და სპეცრაზმის და სასურველია ყოფილიყო მსხვერპლი, „რუსთავი 2" კი მთავარი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერის შემსრულლებლები უნდა ყოფილიყვნენ „ნაცონალური მოძრაობის" წევრები და სამსხვერპლო უნდა ყოფილიყო „თავისუფალი ზონა". ბათუმში იერიში მიიტანეს პოლიციის შენობაზე მე იქ ამოვიცანი ბევრი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. მოხდა ავტომობილების დაწვა, იერიში პოლიციაზე და კვლავ „რუსთავი 2", სადაც ჟურნალისტი აცხადებდა, რომ სპეცრაზმი ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე. უკრაინაში საუბარი არ ყოფილა ბათუმზე, მაშინ ეს გეგმა ეხებოდა თბილისს. მემგონი, საზოგადოება საკმოდ გონიერია და მიხვდება ყველაფერს. რაზეც ვსაუბრობდი 2016 წლის სექტემბერში, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ბათუმში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მზაკვრული გეგმა", - განაცხადა კალაძემ.


    „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის მარიამ კოხრეიძის თქმით, ცალსახად შეინიშნება ბათუმის მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის" კვალი.

    „ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ იმიტომ გავემიჯნე, რომ ისინი გეგმავდნენ თბილისში არეულობას. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბინძური კამპანია. „თავისფალი ზონა" კვლავ აქტიურად არის ჩართული სააკაშვილის ბინძურ კამპანიაში", - აცხადებს კოხრეიძე.

    ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    ბათუმში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.

    გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და შესაბამისად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი