ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილზე!

    img
    სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მასშტაბსა და მნიშვნელობაზე კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისი აზრით, საქართველოში ყველასთვის გასაგებია, თუ რა ხდება ქვეყანაში პოლიტიკურ ასპექტში. ის დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე იერიშს მიიტანდა. „ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციების და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდების პირობებში და მან მოიპარა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ესხმის თავს ახლა ინტენსიურად საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს, რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ის ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის საქმის მოსაგებად „რეიდერული, ყაჩაღური შეტევა“ განახორციელა. „90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი