მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გარშემო აგორებულისკანდალის შესახებ გაზეთ „ახალი თაობაში“ საკრებულოსდამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკოელისაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
„კორუფციის ჭაობშია ჩაძირული თბილისის მერია და არამარტო მერია. ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის მიწის გადაცემა-გადმოცემის ამბავიც ადასტურებს, რომ არა მხოლოდსაშუალო და ქვედა რგოლია კორუფციაში ჩაფლული, არამედჩართულია სულ ზედა ეშელონები! პირადად დავით ნარმანიას ხელმოწერით შემოვიდა ის დოკუმენტი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ და, შესაბამისად, დავითნარმანია, ქონების მართვის სამსახური, იურიდიული სამსახურის უფროსი იყვნენ თავიდან ბოლომდეჩართულები ამ კორუფციულ სქემაში!
როდესაც ადამიანს ქონება აღარ გააჩნდა, მისი ქონება იყო ბანკის საკუთრება, დაუბრუნეს სრულიადუკანონოდ! ცალკე ბანკს მისცეს კომპენსაცია და ამ კაცს კიდევ ხუთმაგად აუნაზღაურეს ის ყველაფერი და ესყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მის დას, ნატა ნაზღაიძეს, ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება გამოეტანა! ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ეს ადასტურებსიმას, რომ ყველა რგოლშია კორუფცია! თუ აქამდე კორუფციას ვაწყდებოდით შუა რგოლში, ეს ფაქტიპირდაპირ ადასტურებს, რომ ნარმანია პირადად იყო ჩართული ამ კორუფციული სქემის მოფიქრებაში“, - აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილი აცხადებს, რომ „მერიას“ უნდა ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი მოიხსნას.
„ისინი ადასტურებენ, რომ კორუფციული სქემა განახორციელეს. აქ ორი დანაშაული იკვეთებოდა -კორუფციული სქემის განხორციელება და კორუფციული სქემის განხორციელება მოსამართლის მოქრთამვისგამო. ახლა უნდათ, რომ ამ ორი ბრალიდან ერთ-ერთი მოხსნან როგორმე და თქვან, რომ ჩვენ კიგანვახორციელეთ კორუფციული სქემა, მაგრამ ვინმე ჩოხელის გამო და მოსამართლე არ მოგვიქრთამავსო. ფიქრობენ, რომ დანაშაულს გაიმარტივებენ. თუმცა ამ ყველაფერს იურიდიულად დასაბუთება სჭირდება“, - აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილი ინტერვიუში კიდევ სხვა სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს:
„მთავარი არქიტექტორი მოხსნეს ჩემი განცხადების შემდეგ და მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა პირდაპირდაწერა, რომ ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა შეგნებულად, წინასწარი განზრახვით, 10 სართულიანიკორპუსი გაასაღა 6 სართულიან კორპუსად, დაამტკიცა და ამით ბიუჯეტს მიაყენა 402 ათასი ლარის ზარალი! თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაადასტურა ეს და პროკურატურაში გადააგზავნა აუდიტისსამსახურმა საქმე გამოძიებისთვის. მეტი, უბრალოდ, რაღა გითხრათ?!“ - ამბობს ელისაშვილი.