ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ჭყონდიდელი მიტროპოლიტი: პატრიარქს შევეკითხე და პასუხი ვერ გამცა...(ვიდეო)

    იქნება თუ არა მამა გიორგი ანდრიაძე ტვ "ერთსულოვნების" დირექტორი, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ასე მოხდა, დიდი სირცხვილი იქნება - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის განჩინების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტვ "ერთსულოვნების" დირექტორად მამა გიორგი ანდრიაძე დაინიშნოს. 

    მიტროპოლიტის თქმით, მან ჯერ არ იცის, ვინ იქნება დირექტორი, თავად კი ტელევიზიიდან წასვლის სურვილი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა:

    "მე მიმაჩნდა, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო მჭირდებოდა ყურადღების მისაქცევად, მქონდა რამდენიმე წლის წინ ტელევიზიიდან წასვლის სურვილი, მაგრამ მაშინ არ დამეთანხმნენ და ახლა რომ ასე მოხდა, მადლობა ღმერთს. მე შევეკითხე პატრიარქს, ვინ იქნებოდა ჩემი შემცვლელი, მაგრამ მან პასუხი ვერ გამცა და ველოდები, რომ მოვიდეს და გადავაბარო", - განაცხადა მიტროპოლიტმა ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    შეგახსენებთ, 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის განაჩენების თანახმად, ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებების გამო მიტროპოლიტ ცაავას გაფრთხილება მიეცა, ხოლო საპატრიარქოს ტვ "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით, ტვ-ს თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ტელევიზიაში მისი დაბრუნება მოითხოვეს.


    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი